როდიდან დათბება საქართველოში?

სინოპტიკოსების ცნობით, ცივი ამინდები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველომდე კვირის ბოლომდე გაგრძელდება უნალექო ამინდი, თუმცა კვლავ იქროლებს ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვლს უნდა ველოდოთ.
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა ჯერ-ჯერობით გრძელდება. რაც შეეხება თბილისს, 23 -24 ნოემბრის ღამეს - 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამღამობით -2-3-გრადუსიანი ყინვა კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დღის ტემპერატურა კი +2+4 გრადუსი იქნება.
25 ნოემბრიდან დათბება და ტემპერატურა +8+10 გრადუსამდე აიწევს. მომდევნო დღეებში კი 14 გრადუსსაც მიაღწევს.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები