Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი საშობაო საოცრება (+ფოტოები)

ლონდონში, მეიფერის რაიონში მდებარე ლეგენდარული სასტუმრო Claridges საშობაოდ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მისი ინტერიერი, ისევე, როგორც ფასადი, გაგაოცებთ. წელს ამ სასტუმროს მეპატრონეებმა სტუმრების გაოცება იმ ინსტალაციებით გადაწყვიტეს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბუნებრივ მოტივებს.
ეს ჯადოსნური ტყე Apple-ში მოღვაწე ყველაზე გავლენიანი დიზაინერების, მარკ ნიუსონის და სერ ჯონი აივის შემოქმედებაა.


ტყის ეფექტი მართლაც უნიკალურია, აქ ერთმანეთთან გემოვნებით არის შერწყმული ნატურალური და ხელოვნური ნაძვები.

განათება ხან იკლებს, ხან მატულობს. იქმნება დროის ცვალებადობის შთაბეჭდილება.


"ეს გახლავთ ბუნებისა

და ტექნოლოგიების უნიკალური ნაზავი, ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლება ჯადოსნური და ზღაპრული ეფექტი შეგვექმნა. მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვებრჩუნებინა ძველი ტრადიციები და ფეხდაფეხ მივყოლოდით დროს და ცივილიზაციას", - ამბობენ დიზაინერები.


ეს სასტუმრო ზედიზედ მეშვიდე წელია მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს. სწორედ ეს გავლენიანი ადამიანები რთავენ აქ საშობაო ნაძვის ხეს. წინა წლებში ეს მისია იტვირთეს ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არის "ბარბერი", "დოლჩე და გაბანა", "დიორი".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები