მარტივი ხალხური საშუალებები კოღოებთან საბრძოლველად

შეიძლება ითქვას, რომ კოღოები ზაფხულის სიამოვნებას გვიმწარებენ. არსებობს ბევრი, ძვირად ღირებული და სპეციფიკური, საშუალება მათთან და სხვა მწერებთან საბრძოლველად. ჩვენ კი ხალხურ, იაფ და მარტივ საშუალებებს გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებიან. რატომ უნდა იყიდოთ ქიმიური საშუალებები, როცა პრობლემის გასაღები თავად ბუნებაშია. წარმოგიდგენთ მცენარეებს, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ.

რეჰანი (ბაზილიკი)
მძაფრი არომატი აქვს. ამ მცენარის ქოთანი ღია ფანჯარასთან უნდა იდგეს.

პიტნა
მისი შემადგენელი ეთერზეთი კოღოს ახლოს არ გაგაკარებთ.

პომიდორი
პომიდვრის აივანზე მოყვანა რთული სულაც არ არის. თუ მოისურვებთ, მზა ნერგებიც იყიდება. კოღოებსაც მოიცილებთ, მისი

მოვლითაც გაართობთ ბავშვს და გემრიელ ნაყოფსაც მიიღებთ.

ქონდარი
მწერები ვერ იტანენ ამ გემრიელი სანელებლის სუნს. მწერებთან ბრძოლაში ასევე დაგეხმარებათ მიხაკი და მიხაკის ზეთი.

თუ მაინც გიკბინათ კოღომ (და ეს წესი სხვა მწერების ნაკბენებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ), მაშინვე უნდა დაამუშაოთ, რომ არ გაღიზიანდეს, არ გასივდეს და ქავილის შედეგად ინფექცია არ შეეჭრას ბავშვს. ექიმები გვირჩევენ, ნაკბენზე 10 წთ სოდიანი ტამპონი დავადოთ - 1 ჩაის კოვზი საჭმელის სოდა გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში და მასში დაასველეთ ბამბა. შემდეგ დაუმუშავეთ სპირტით ან ბრილიანტის მწვანეთი.

ასევე კარგი საშუალებაა შუაზე გაჭრილი ხახვის ან ძალიან მარილიან წყალში დასველებული ტამპონის დადება ნაკბენ ადგილზე. სახლში ფანჯრებზე გააკარით მწერებისგან დამცავი ბადე და დროდადრო გამოიყენეთ კოღოებისგან დამცავი სპეციალური ელექტროსპირალები.

ლიმონი და მიხაკი – დაჭერით ლიმონი სქელ რგოლებად, მასში გამხმარი მიხაკი ჩაარჭვეთ და დადეთ თქვენთან ახლოს: ლოგინთან, შეზლონგთან, სააგარაკო მაგიდაზე. რაც მეტი იქნება ასეთი სურნელოვანი საშუალება თქვენ ახლოს, მით ნაკლებად შეგაწუხებთ ეს აბეზარი მწერები. ასევე შეგიძლიათ, მიხაკის ზეთი დაუმატოთ ტანის ბალზამში ან ზეთში. კოღოები მოგერიდებიან, ადამიანებს კი მოსწონთ ეს სუნი.

ჩაის ხე – ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი ტანის ზეთშიც შეგიძლიათ აურიოთ (30 გრამზე 20 წვეთი). თუ მოგწონთ ჩაის ხის სუნი, ქუჩაში გასვლის წინ სხეულზეც შეგიძლიათ წაისვათ. მის სუნს ვერ იტანენ მწერები.

ვანილი და მიხაკი – ნებისმიერ საბაზო ზეთს შეურიეთ ვანილი, ასევე რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ან მიხაკის ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და გარეთ გასვლის წინ წაისვით ტანზე.

როგორ მოვაშოროთ ბინიდან ჭიანჭველები
ერთ მშვენიერ დღეს თქვენს ბინაში შეიძლება ჭიანჭველების შემოსევა დაიწყოს. ამისგან არც ერთი სახლი არ არის დაზღვეული. ეს მწერი ნებისმიერ პირობებში ახერხებს გამრავლებას. ჭიანჭველები, ძირითადად, სამზარეულოში ბუდობენ. როგორ მოვიშოროთ თავიდან ეს აბეზარი მწერები, რომლებიც ყველგან ძვრებიან. ამაში ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ.

აიღეთ ტილო და დაასველეთ გაუზავებელ ძმარში. ამ ტილოთი გაწმინდეთ ის ადგილები, სადაც ჭიანჭველები ყველაზე ხშირად ჩნდებიან. ძმრიანი ტილო გადაუსვით ფანჯრის რაფასაც და სამზარეულოს მაგიდას. რაც მთავარია, არ გადაწმინდოთ ძმრიანი ზედაპირი. მართალია, სამზარეულოში ცუდი სუნი იდგება, მაგრამ რამდენიმე დღით მოთმენა მოგიწევთ. ჭიანჭველები საშინლად ვერ იტანენ ძმრის სუნს და თანდათან "გარბიან" თქვენგან... მეზობელთან. უკან რომ არ დაბრუნდნენ, კარი, იატაკი და ფანჯრები ძმრით "დაამუშავეთ".

კომენტარები

ლაურა 2017-07-16 13:17
მიხაკის ზეთი საუკეთესოა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები