როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნმა შეგვაწუხა?

1. რამდენიმე მარცვალი მიხაკი ამ პრობლემას ძალიან ეფეტურად მოგიგვარებთ. შესაქძლებელია მიხაკის ნაცვლად რამდენიმე ფოთოლი ახალი პიტნაც გამოიყენოთ, უბრალოდ ჩადეთ ის ფეხსაცმელში.



2. ასევე ძალიან ეფექტურია ჩაის ერთჯერადი პაკეტის გამოყენება. უბრალოდ ჩააფინეთ ერთჯერადი პაკეტი ფეხსაცმელში. ის ძალიან კარგად იწოვს უსიამოვნო სუნს.



3. ფეხსაცმელში ჩადეთ რამდენიმე აბი ნახშირი.

4. ჩაყარეთ ფეხსაცმელშო ცოტაოდენი დარიჩინი.



5. ფეხსაცმელში უსიამვნო სუნს ბაქტერიები იწვევს, რომლებიც ზალიან კარგად იხოცებიან ყინვაში. ამიტომ, გაახვიეთ ფეხსაცმელები გაზეთში, ჩადეთ ცელოფანში და შედეთ საყინულეში 24
საათით.



6. ჩაყარეთ ძველ წინდაში რამდენიმე კოვზი ყავა და ჩადეთ ეს წინდები ფეხსაცმელებში.



7. ოფლის საწინააღმდეგოდ ასევე ძალიან ეფექტურია ფეხსაცმელსი ბავშვის ჰიგიენური ფხვნილის გამოყენება.



8. შროშანი ძალიან კარგად ებრძვის ოფლის სუნის წარმოქმნას, ის ხოცავს უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.



9. ჩაის ხის ზეთი ასევე უებარი საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად.



10. სოდა ძალიან კარგად იწოვს ნესტს და სპობს ბაქტერიებს. ეს ყველაზე იაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა უსიამოვნო სუნის მოსასპობად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები