თუ ამ მცენარეების ახლოს აღმოჩნდით, მოერიდეთ, ზოგიერთი კი ამოძირკვეთ

მცენარეები ყველას გვიყვარს და ვცდილობთ, ბაღსა თუ ინტერიერში, მაქსიმალურად გავამწვანოთ და გავილამაზოთ გარემო, თუმცა ამ საქმეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, სამწუხაროდ, სილამაზე ხანდახან სახიფათოც არის. გავეცნოთ იმ  ველურ და დეკორატიულ მცენარეებს, რომელთა არსებობაც ჩევნს გარშემო შესაძლოა  სახიფათო აღმოჩნდეს  და რომელთაგან უმჯობესია, თავი შორს დავიჭიროთ. 

ჰეზელი


ჰეზელი ყვავის აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე და ხშირად იწვევს ალერგიას.

ჟასმინი


ჟასმინი საკმაოდ ალერგიული მცენარეა, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ყვავის ივნისსა და ივლისში და თუ ალერგია გაქვთ და ეს მცენარე გაქვთ ეზოში, გირჩევთ მოერიდოთ.

ღვია


თუ ღვიას სურნელი
თავს გატკივებთ და თვალების წვის შეგრძნება გაქვთ, ე.ი ალერგია გაწუხებთ. თუ ის სახლიდან მოშორებით გიდგათ,საშიში არაფერია, თუმცა ეზოში ცენტრში მის დარგვას არ გირჩევთ.

ამბროზია


ეს ალერგიული ადამიანებისთვის ყველაზე საშიში მცენარეა. თუ ეს სარეველა დააფიქსირეთ თქვენს მახლობლად, გირჩევთ ფესვებიანად ამოძირკვოთ.


ოქროს წვიმა


მართალია, ეს მცენარე ლამაზად გამოიყურება, თუმცა თუ ახლომახლო შენიშნეთ, ჯობს, მოერიდოთ.

ლილია


ამ ლამაზი ყვავილის მძაფრ სუნზე ალერგია ბევრ ადამიანს აქვს.

კომენტარები

ინსპირაცია 2024-01-17 16:20
რა ჰაზელი,თხილია ქართულად,თ ხ ი ლ ი.ლილია კი შროშანი...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები