ვარდებით გადაპენტილი სახლი ბორჯომში და ყვავილებზე შეყვარებული მამაკაცის რჩევები

ბორჯომის რაიონი გამოირჩევა განსაკუთრებულად თვალწარმტაცი ბუნებით, ჰაერით, განსაკუთრებული კლიმატით. პროფესიით ისტორიკოსი და პედაგოგი ბაკურ გელაშვილი არ უშინდება ბორჯომის სუსხიან ჰავას და მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, მან მცენარეთა შერჩევით შეძლო ულამაზესი ბაღის გაშენება.

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - ბორჯომში. პროფესიისთ ისტორიკოსი ვარ. ჰობის თუ არ ჩავთვლით, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ყვავილები და მათი სილამაზე მხიბლავს. მიყვარს ყველაფერი ლამაზი, განსაკუთრებით მაოცებს ბუნების სილამაზე, წელიწადის ნებისმიერ დროს. რაც შეეხება ყვავილების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, შესაძლოა აქედან გამომდინარეობს, რადგან ეგ

ყველაფერი ბუნების საჩუქარია ადამიანთათვის. განსაკუთრებული სიმპათიით ვარ განწყობილი ვარდების მიმართ, ეს მცენარე ალბათ ყველაზე საოცარია, რაც კი არსებობს, თავისი მრავალფეროვნებით და სურნელით. მასთან კიდევ ბევრი ლამაზი სიტყვა და გრძნობა ასოცირდება. არ შეიძლება სიყვარული გძულდეს ადამიანს, ვარდი ხომ ამ გრძნობის სიმბოლოა. ძირითადად ვარდები მაქვს, მაგრამ გარდა ვარდებისა, სხვადასხვა სახეობის ეზოს მცენარეებიც მაქვს. ყვავილების სიყვარული ოჯახური ტრადიციაა.


როცა ადამიანს მოგწონს და გიყვარს მცენარეები, ცდილობ მაქსიმალურად მოუარო და შესაბამისი ადგილიც მიუჩინო მას ეზოსა თუ სახლში. ეს კიდევ მაქსიმალურად გაიძულებს შესაძლებლობის ფარგლებში მოაწყო ის საკუთარი მყუდრო გარემო, რასაც ეზოს ეძახიან, სადაც შენს ფერად სამყაროში ყოველთვის გიხარია დასვენება საყვარელ ადამიანებთან ერთად.

- ბორჯომის რაიონში საკმაოდ ცივი ჰავაა, არ გიჭირთ ყვავილების გახარება, თუ სპეციალურად არჩევთ ჯიშებს?
- ბორჯომი, საქართველოს ბევრი კუთხისგან განსახვავებით, ხასიათდება მკაცრი კლიმატური პირობებით, განსაკუთრებით ზამთარში, ამიტომ ბევრი მცენარე ჩვენს მხარეში კარგად ვერ ხარობს ან საერთოდ ვერ ხარობს, ამიტომ მე პირადად მიუხედავად ბევრი მცენარისადმი ჩემი სიმპათიებისაა, ვცდილობ მხოლოდ ის ყვავილები მოვაშენო, რომლებსაც ბორჯომის ხეობაში გახარება არ გაუჭირდებათ.


- რა სახეობის ყვავილები გაქვთ და როგორ შეაგროვეთ?
- მაქვს ვარდები, ტიტები, გეორგინები და კიდევ სხვადასხვა ეზოს ყვავილი, რომლებიც მრავალწლიანები არიან. რაც შეეხება ხეხილს, მაქვს მცირე რაოდენობის, ძირითადად ის ხილი, რომელიც ჩვენს კლიმატურ პირობებს ეგუება და მოდის - ყურძენი, მსხალი, ვაშლი... ბუნებრივია, ნატურალურ პროდუქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. სამწუხარო ისაა, რომ ხილის მცირე სახეობა მოდის ჩვენს მხარეში.


- თქვენ თვითონაც ახარებთ და უვლით?
- ყვავილებს რაც შეეხება, მე თვითონაც ვახარებ. ვარდების დიდი ნაწილი ბებიის შეძენილი და მოშენებულია, ვაგრძელებ ტრადიციას, მეც ვყიდულობ და ვახარებ. ახლობლებიც მჩუქნიან ისეთ ყვავილებს, რომელიც ჩემს ეზოში ჯერ არ არის, შესაბამისად ასე მომიგროვდა სხვასხვა ჯიშის მცენარეები. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ბაღი ბოლომდე გაშენებულია, მას ბევრი რამ კიდევ სჭირდება, სადაც მოვხვდები და შემხვდება ლამაზი მცენარე, ყოველთვის ვცდილობ შევიძინო, აქედან გამომდინარე ბაღი მუდმივი გაშენების და გალამაზების პროცესში რჩება.
ბაღის ძირითადი ნაწილი უფროსებმმა შექმნეს და ეს წლებს ითვლის, მაგრამ მეც ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვამატებ და ვცდილობ, უფრო გავალამაზო.

- რას განიცდით, თქვენს ნაშრომს რომ უყურებთ?
- რა თქმა უნდა, განცდები საუკეთესოა. როცა უყურებ, გსიამოვნებს და გიხარია. განსაკუთრებით მოსწონთ ჩემს ეზოში ვარდების ხეივანი, რომელითაც სახლის წინა ფასადი პრაქტიკულად მთლიანადაა დაფარული. მინახავს, ბევრი გამვლელ-გამომვლელი გაჩერებულა და ყურება დაუწყია. მეც ძალიან მომწონს ეს, მაგრამ ბევრად უკეთესი მინდა გავხადო და წითელში სხვადასხვა ფერის ვარდებიც შევურიო, მაგალითად თეთრი, ყვითელი, სტაფილოსფერი და ა.შ. ამას ჯერ წლები დასჭირდება, მაგრამ მაინც გავაკეთებ, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ფერადი სამყარო გაიშლება მნახველის წინ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

xato. 2016-11-02 18:26
ulamazesi yvavilebia
marina 2016-08-02 22:36
gaocebuli vaar tqveni yvavilebit.
ნინო 2016-07-22 20:57
მალადეც.
nino 2016-07-19 00:15
uzomod lamazia, dasafasebelia mamakaci amxela nebisyofit am silamazes rom sheqmnis, evropashi normaluria, daojaxebulia es kargi axalgazrda mamakaci?
Ana 2016-07-17 08:55
Sagol raa dzaan magaria ulamazesia me dzaliam mikvars kvavilebi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები