თურმე, ბაღ-ბოსტანში მუშაობა გახდომის საუკეთესო საშუალებაა!

ექიმებმა და მეცნიერებმა გახდომის საუკეთესო საშუალებებს შორის სწორედ ბაღ-ბოსტანში მუშაობა დაასახელეს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ვინც არის დაკავებული, ვინც მუშაობს ფიზიკურად მიწასთან, მან ეს ნამდვილად იცის. მიწაზე მუშაობის დროს პრაქტიკულად ყველა კუნთი მოძრაობს - ადამიანი ამ დროს ბევრს დადის, ხშირად იხრება, იკუზება, გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში, პლუს ამას - არის ჰაერზე. ეს ყველაფერი თურმე არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის კარგი, არამედ კონკრეტულად კალორიების დასაწვავად და ზედმეტი წონის დასაგდებადაც.

ასე რომ, თავისუფლად იმუშავეთ ბაღ-ბოსტნებში და დარწმუნებული იყავით, რომ ამით ბევრ კარგ საქმესთან ერთად, საკუთარ ფიზიკურ

მდგომარეობასაც აუმჯობესებთ.

 

კომენტარები

თამარი 2016-08-01 13:04
4 წელია დედა დილის 6 საათიდან შუადღემდე და მთელი საღამო ბაღს დასტრიალებს და წონაში სულაც არ არის მოკლებული, მაგრამ მხნედ და კარგად კი არის.
lili 2016-07-31 15:43
da bag bostani tu ar gakvs
ლალუკა 2016-07-20 14:40
მაგრამ წნევები თუ გაწუხებს, ცუდია, თავწახრილი არ არის ადვილი მუშაობა

კომენტარის დამატება