სასწრაფოდ მოაშორეთ ეს ნივთები მისაღებიდან - ასე სახლი უფრო გემოვნებიანი გამოჩნდება

მაშინაც კი, თუ არ ხართ მზად, საკუთარ თავს მინიმალისტი უწოდოთ, ამ სტილის კარგ ინტერიერს თვალს ვერ მოაშორებთ. საუბარია ლაკონურ უბრალოებაზე, რომელიც ხიბლავს და აჯადოებს. როგორ მივაღწიოთ ამას?

მარტივ და მინიმალისტურ დიზაინს შეუძლია შექმნას ყველაზე დამამშვიდებელი გარემო, რომელიც ნამდვილად განგაწყობთ დასასვენებლად. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მცირედი ცვლილებებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მინიმალისტური მისაღები არის სუფთა და მკაფიო დიზაინი, ღია ფერები და ზედმეტი დეტალების არარსებობა.

სრულყოფილი მინიმალისტური სივრცის შესაქმნელად პირველ რიგში ინვენტარიზაცია დაგჭირდებათ, გადახედეთ, რეალურად რას იყენებთ თქვენს მისაღებ ოთახში, მოიშორეთ
ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ.
გადააგდეთ კუთხეში მიგდებული იოგას დახვეული ხალიჩები ან ლარნაკი გამხმარი ევკალიპტით კარადის თავზე.

გეთანხმებით, ქვის ან სპილენძის ჟურნალის მაგიდა შეიძლება ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ის დიდ ადგილს იკავებს. ერთი დიდი ჟურნალის მაგიდა ორი პატარა კონსოლის მაგიდით ჩაანაცვლეთ. ეს დიზაინი უფრო ფუნქციონალურია და ნაკლებ ადგილს იკავებს.
მოიშორეთ ტელევიზორის სადგამი - კედელზე განთავსებული ტელევიზორი უფრო თანამედროვე გამოიყურება და ნაკლებ ადგილს იკავებს;

მოერიდეთ DVD ან CD-ების შენახვას; თუ მათი შინაარსი ჯერ კიდევ ძვირიფასია თქვენთვის, გააციფრულეთ. არა, წიგნები არ ითვლება ინფორმაციის მოძველებულ საშუალებად, თუმცა უმჯობესია ისინი კომპაქტურ, დახურულ საცავში შეინახოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სათანადო განათება აუცილებელია ნებისმიერი მისაღები ოთახისთვის, ძალიან ბევრმა განათებამ შეიძლება შექმნას გადატვირთული გარემო.

მოაშორეთ ტორშერები, ბრები ან მაგიდის ნათურები, რომლებიც არ ერწყმის მისაღები ოთახის განათების მთლიან სქემას. გამოიყენეთ რამდენიმე სტრატეგიულად განლაგებული განათება, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის განათებას და შეინარჩუნებს მინიმალისტურ სივრცეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები