ამ ფერის ლოგინის თეთრეულმა შეიძლება ძილი დაგიფრთხოთ - მოერიდეთ მას

ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელოა ფაქტორმაც კი შეიძლება იქონიოს გავლენა თქვენი ძილის ხარისხზე.
მძიმე დღის შემდეგ ყველანი ვოცნებობთ თბილ საწოლში დაწოლაზე და ნანატრი დასვენებით ტკბობაზე, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვერაფრით ვიძინებთ და მეორე დღეს ისევ დაღლილები ვდგებით საწოლიდან.
ბევრმა არ იცის, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს ფერითი თერაპიის მიმართულება, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრესი და შფოთვა. ამიტომაც არის, რომ ლოგინის თეთრეულის ფერებმა შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს ადამიანის ძილის ხარისხზე.

წითელი
ეს არის ძალიან მკვეთრი ფერი, რომელიც იწვევს ფსიქიკურ სტრესს. ამ ფერმა შეიძლება დაგასევდი
ანოთ ან გაგაბრაზოთ აშკარა მიზეზის გარეშე. ეს ფერი ნამდვილად არ არის ჯანსაღი ძილის თანამგზავრი.

ყვითელი

შესანიშნავი ფერი მოტივაციისთვის, მაგრამ სრულიად შეუფერებელი დასვენებისთვის. ამ ფერის სივრცეში ყოფნისას ადამიანი მიდრეკილი ხდება აქტიური მოქმედებებისკენ, მაგრამ არა ძილისკენ. 

თეთრი
რამდენ ლამაზ ფოტოს ვხედავთ ინტერნეტში - თეთრი თეთრეულით, რომელიც სისუფთავეს გამოხატავს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ფერი სახიფათოა მშვიდი ძილისთვის, რადგან თეთრი ირეკლავს სინათლეს და ამით ხელს უშლის თვალების მოდუნებას.

კაშკაშა იასამნისფერი
მეოცნებე და შემოქმედებითი ადამიანების ფერი, თუმცა სწორედ ამ ფერმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დარღვევები და დეპრესიაც კი. ასე რომ, ჯობია მოერიდოთ ამ ფერის ლოგინის თეთრეულს.

შავი

ღრმა და მშვიდი ფერი, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ, უმჯობესია თავი შეიკავოთ ამ ფერის თეთრეულის შეძენისგან, რათა მან უარყოფითი აზრები არ გამოიწვიოს.

ცისარტყელას ფერები
ნახატები, მკვეთრი ელემენტები და ფიგურები ის არის, რაზეც ექსპერტები უარის თქმას გვირჩევენ. ინტერიერში ფერების სიმრავლე ცუდი არ არის, მაგრამ ძილისთვის უმჯობესია უპირატესობა მშვიდ ფერებს მიანიჭოთ.


ლოგინის თეთრეულისთვის უმჯობესია აირჩიოთ ნაცრისფერი, ლურჯი და მწვანე, მშვიდი და ღრმა ფერები, რომელიც არ დაგიძაბავთ თვალებს, მოგცემთ საშუალებას იგრძნოთ სიმყუდროვე და კომფორტი და ისიამოვნოთ კარგი და სრულყოფილი დასვენებით. ასევე ამ და სხვა ფერების პასტელური, არა მკვეთრი ტონალობები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები