საიდან ჟონავდა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში

თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გაზის მკვეთრი სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ხოლო მეორე მხრივ, "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას ამშვიდებდნენ: აირში ოდორანტის (ნივთიერება, რომელსაც გაზში ურევენ სპეციფიკური სუნის მისაცემად) ცოტა მეტი კონცენტრაცია მოგვივიდა, საშიში არაფერია და სუნი დღის ბოლომდე გაიწოვებაო, 112-ში გაზის სუნის გამო 3000-მდე ზარი შევიდა და ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 კაცის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მართალია, გაზის სუნიც გაიწოვა, ის 11 კაციც უვნებლად დაბრუნდა შინ და ოდორანტის ზედოზირების მოკვლევაც მიმდინარეობს, მაგრამ არავის დაუსვამს

შეკითხვა - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში, რომლის სუნსაც თბილისში ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო, სხვა შემთხვევაში ვერ ვგრძნობთ?

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "გაზის მილების სისტემა უნდა გავყოთ სამ ნაწილად: ცენტრალური მილსადენით ბუნებრივი აირი მაღალი წნევით მოგვეწოდება, საშუალო წნევისა და დაბალი წნევის გაზის მილებით კი გაზი მოსახლეობას მიეწოდება. "მილენიუმის" პროგრამის შეფასებით, როგორც მაღალი, ისე საშუალო წნევის მილსადენები კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ პრობლემატურია დაბალი წნევის მილსადენები, რომლის საშუალებით ჩვენ, ანუ მოსახლეობა,

ვიღებთ გაზს. მაგალითად, სემეკ-ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) "ყაზტრანსგაზისთვის" ტექნიკური დანაკარგების ნორმად 7-8% აქვს დაწესებული, რაც მოწესრიგებული, ნორმალური ქსელებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, გაზის ტექნიკური დანაკარგი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ნორმალურ პირობებში ეს მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებში უნდა იყოს.
ცხადია, დანაკარგი ოდორანტის ჭარბად გამოყენებამდეც არსებობდა, მაგრამ ოდორანტის კონცენტრაცია აირში იმდენად დაბალი იყო, რომ სუნს ნაკლებად ვგრძნობდით. ცალკე ოდორანტიც არ გამოსულა­ მილსადენიდან, არამედ გამოვიდა გაზი, რომელსაც ოდორანტის წყალობით ჰქონდა დამახასიათებელი სუნი.

ბუნებრივი აირის დაბალი წნევის მილსადენების შეცვლას საკმაოდ დიდი ხარჯები სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გაზგაყვანილობა მოსაწესრიგებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ოდორანტთან დაკავშირებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ეკისრება, ხოლო ყველა კუთხე-კუნჭულიდან გაზის სუნი რომ გამოვიდა, ეს უკვე "ყაზტრანსგაზს" უნდა მოვკითხოთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ლია 2016-09-25 19:37
ნაძალადევში,თმოგვის ქუჩაზე #2 -ში(სადაც ვცხოვრობ),გარეთა მილზეც და ხშირად სახლშიც დგას გაზის სუნი.ბევრჯერ დავრეკე და ვთხოვე მოსვლა და შემოწბება მაგრამ ყურადღება ნულია!
მარიკა 2016-09-23 12:14
გოგებაშვილის ქუჩაზე, პირველი გასავალი #13-ში გარეთა ბუ მილსადენიდან ჟონავს ბუნებრივი აირი უკვე რამდენი ხანია. გთხოვთ გამოაგზავნოთ სასწრაფოდ ხელოსნები შესაკეთებლად,რადგან კარი ვერ გამიღია ისეთი სუნი დგას. ამას ვითხოვ უკვე რამდენი ხანია. ეს მისამართი არის ზემო ვერაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები