6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს

ხშირად, ადამიანები აივანს არ უთმობენ სათანადო ყურადღებას და ის მხოლოდ ზაფხულობით ახსენდებათ. სინამდვილეში, აივანს შეუძლია წლის ნებისმიერ სეზონზე გასიამოვნოს. ამისათვის საკმარისია, ის მყუდრო, ლამაზ და ფუნქციურ კუთხედ აქციოთ.
ძირითადად, როცა რემონტის დაწყებას აპირებენ, იშვიათად ფიქრობენ აივნის დიზაინზე. პატარა ბინების და ხშირ შემთხვევაში მინიატურული აივნებისგან რთულია მოიფიქრო ორიგინალური და ფუნქციური იდეები. ყველაზე ხშირად, აივანი ზედმეტი ნივთების შესანახ ადგილად იქცევა-ხოლმე.
არსებობს რამდენიმე ორიგინალური გადაწყვეტა, რომლებიც დაგეხმარებათ, მოაწყოთ აივანი, წლის ნებისმიერ დროს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნ
და აქციოთ ნებისმიერი ზომის აივანი კომფორტულ და ლამაზ ადგილად.

1. იატაკი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არასწორად შერჩეული აივნის იატაკია. სინამდვილეში, აივნის იატაკი განსაზღვრავს ოთახის სტილს და ატმოსფეროს. ერთ-ერთი ახალი ტენდენცია ექსტერიერის იატაკის მასალებში - ე.წ. „დექის იატაკია“. ის ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია და ამასთან, საკმაოდ გამძლეა. რაც მთავარია, ძალიან მარტივად იწყობა. სხვადასხვა ფერის, დიზაინის, ფაქტურისა და სტილის „დექის იატაკის“ მრავალფეროვან არჩევანი ნახეთ აქ.

2. ხალიჩა

არ დაივიწყოთ ხალიჩა. ის შეიძლება გახდეს მთავარი კომპონენტი, რომელიც სიმყუდროვეს შემოიტანს დიზაინში.

3. მცენარეები

თუ აივნები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა განლაგებული, ან გამჭვირვალე მოაჯირი გაქვთ, მოაწყვეთ „ცოცხალი კედელი“ მცენარეებისგან. ისინი არა მხოლოდ მოგარიდებენ უცხო თვალს, არამედ შექმნიან ნამდვილი ოაზისის განცდას შუა ქალაქში. გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ გარე სივრცისთვის განკუთვნილი მცენარე უნდა შეიძინოთ. შეგიძლიათ ასევე აივანი ხელოვნური ყვავილებით მორთოთ. ხელოვნურ ყვავილებს არ სჭირდება მოვლა. შეარჩიეთ ლამაზი ფერის ლარნაკები.



4. ავეჯი

აივნისთვის უნდა შეიძინოთ გარე სივრცისთვის განკუთვნილი ავეჯი, რომელიც არ სეზონურ ცვლილებებს უძლებს. თუ რბილ დასაჯდომს პირდაპირ იატაკზე მოათავსებთ, შექმნით პიკნიკის, ან პლაჟის შეგრძნებას. მოცულობითი ბალიშები, დაბალი ტახტები, შეზლონგის სტილის, ან ბუდე-სკამი აივნისთვის იდეალურია.



5. განათება

მზის მხარეს გამავალი აივანი დღისით თვალს კაშკაშა სინათლით ახარებს, მაგრამ შეიძლება ცხელ ამინდში გადახურდეს. გამოსავალი - გასაშლელი ქოლგაა, რომლის ქვეშაც, ჩრდილში, მზის მცხუნვარე სხივებს დაემალებით. შეგიძლიათ ქოლგის ქვეშ მიამაგროთ ნათურების გირლანდა, რომ საღამოობითაც ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით. ასევე, დააყენოთ სპეციალური „ლედ პანელური განათება“, რომელიც კომფორტის განცდას შემოიტანს.


6. დეტალები

უნივერსალური მეთოდი, რომ აივანი მყუდრო გახადოთ, ტექსტილი, აქსესუარები და სხვა სასიამოვნო დეტალებია. აივანი იდეალური ადგილია ექსპერიმენტებისთვის. ცვალეთ ბალიშები, ხალიჩა, განათება სეზონის და განწყობის მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ აივანზე დადგათ გრილი. ასეთი აივანი თქვენი ოჯახის და მეგობრების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.

შექმენით ისეთი ატმოსფერო, როგორიც მოგწონთ. აივნის მოსაწყობად ყველა საჭირო მასალას, სამშენებლო და სარემონტო მასალების მრავალფეროვან არჩევანს ერთ სივრცეში, ჰიპერმარკეტ mihouse.ge-ზე ნახავთ. პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთა ონლაინაა შესაძლებელი.

კომენტარები

... 2021-06-24 08:46
თავზე რომ ყველაფერს გაფერთხავენ და გაყრიან აივანზე ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?გავალამაზე ყვავილებით დეკორაციებით და დილით რომ გამოავლ სააინელება მხვდება
ანი 2021-06-17 12:24
კარგი რეკლამაა

კომენტარის დამატება