8 ყველაზე პოპულარული დეკორატიული ბალახი, რომლებიც თქვენს ბაღს მდიდრულ იერს მიანიჭებს

აგარაკებზე, ქალაქგარეთ და ქალაქშიც, კერძო სახლებში, სულ უფრო ხშირად შეხვდებით დეკორატიულ ბალახებსა თუ მარცვლეულს. ეს მცენარეები იმდენად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, რომ დამწყები მებაღეებისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ არის. ჩვენ კი შევეცდებით დაგეხმაროთ და გაგიმარტივოთ საქმე.

1. ნაცრისფერი ფსკერი, ანუ ფესტუკა


ამ მცენარის სხვა მარცვლეულში არევა ძალიან რთულია. ეს აქცენტური ბუჩქია, ძალიან ლამაზი და ეფექტური. არის ძალიან მარტივი მოსავლელი და ამიტომ ხშირად იყენებენ ქალაქში ეზოებისა და ფასადების გასამწვანებლად.
ნაცრისფერი ფსკერი მრავლწლოვანი მცენარეა. კარგად იტანს გვალვასა და უწყლობას. ერთ ადგილზე 10
წელი იზრდება, ამის შემდეგ დეკორატიულ სახეს კარგავს.

2. კურდღლის კუდი, ლაგურუსი


ერთხელ მაინც თუ ნახავთ ამ მცენარეს არასდროს დაგავიწყდებათ. ულამაზესი ბუჩქი ძალიან ლამაზად გამოიყურება მზის შუქზე. ლამაზად გამოიყურება როგორც სხვა მცენარეებთან ერთად ისე, როგორც მონოკულტურა.
ეს ბუჩქი ერთწლოვანია. უყვარს წყლიანი ნიადაგი. ამ მცენარეს თაიგულების გასაფორმებლადაც გამოიყენება.

3. იმპერატა, ალანგ-ალანგი


ბაღების გასაფორმებლად ყველზე ხშირად იყენებენ წითელ ბარონს, ფერის გამო ის ძალიან დაფასებულია, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა მცენარეს წითლად მხოლოდ წვერები აქვს შეღებილი. ვიზუალიდან გამომდინარე, ეს მცენარე ძირითადად აქცენტად გამოიყენება.

4. პენისეტუმი


ამ მცენარეს შადრევანის ბალახსაც უწოდებენ. ის მართლაც ძალიან წააგავს შადრევანს.
ასეთ ლამაზმ ცენარეს გვერდ ვერავინ ცაუვლის ისე, რომ არ აღფრთოვანდეს. მოსავლელადაც საკმაოდ მარტივია. გამოიყენება თაიგულების გასაფორმებლად.

5. აფრიკული ფეტვი


კიდევ ერთი ეფექტური მარცვლოვანი ბაღის თუ ეზოს გასაფორმებლად. ლამაზი შეფერილობის წყალობით, ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ის ერთწლოვანი მცენარეა. უყვარს სინთლე და კარგად იტანს უწყლობას.

6. ზებრინუსი


ეს მცენარე ლაქებიან გველებს წააგავს. ორიგინალური ვიზუალის წყალობით მისი სხვა მცენარეში არევა უბრალოდ შეუძლებელია. ის მრავალწლოვანი მცენარეა. არ უყვარს მძიმე და ქვიშიანი ნიადაგი.

7. კორტადერია


დეკორატიული მცენარეა წლის ნებიმიერი დროისთვის. ზაფხულის დასწყისში მწვანე ბუჩქი სეზონის ბოლოს ფუმფულა მაღალ მცენარედ გადაიქცევა. არის ძალიან ლამაზი და ეფექტური.

8. გიგანტური მისკანტუსი


სხვა მცენარეები ფერით და ფორმით თუ გაგაოცებთ, ეს მცენარე თქვენს ყურადღებას ზომებით მიიქცევს. კარგად უძლებს სიცივეს.

კომენტარის დამატება