ყველაზე ლამაზი საყვავილეები საკუთარი ხელით - ახალი იდეები

არაერთხელ გვისუბრია იმაზე, რომ ძველი და ერთი შეხედვით უსარგებელი ნივთების გადაყრა არ უნდა ვიჩქაროთ. მათი გამოყენება ძალიან ბევრ რამეშია შესაძლებელი.



ამჯერად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ ძალიან ლამაზი, ორიგინალური საყვავილეები ჩვენი აგარაკისთვის თუნდაც ძველი სათლებით, ველოსიპედით და წარმოიდგინეთ, გადასაყრელი ფეხსაცმელებითაც კი.

მოკლედ, შერჩიეთ რომელიმე ნივთი, რომელიც თქვენი ფანტაზიის ცენტრი იქნება და შეუდექით საქმეს. სულ უბრალო საყვავილეც კი აუცილებლად მიიქცევს სხვების ყურადღებას და გაგაბედნიერებთ თქვენ.










შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ფახსაცმელი, ნებისმიერ ტიპის, რეზინის ბოტებით დაწყებული სანდლებით დამთავრებული. მთავარია, რომ ძირში დრენაჟის
ფენის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.







ძალიან კარგი იდეაა ფერადი მინის ბოთლების გამოყენება, რომლითაც შეძლებთ ყვავილების შემოსაზღვრას.













თუჯის აბაზანა ძალიან პრაქტიკულ ნივთად შეიძლება იქცეს და განსაკუთრებული ხიბლი შესძინოს თქვენს აგარაკს.
სულ სხვა თემაა ველოსიპედი, დახვეწილი და ორიგინალური. ძველი ველოსიპედი შეგიძლიათ გადაღებოთ და განაახლოთ ან ვინტაჟური სახე შეუნარჩუნოთ.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები