6 საუკეთესო ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში

ბაღები, სკვერები და პარკები ის ადგილებია, სადაც თანამედროვე ადამიანი განტვირთვასა და დასვენებას ახერხებს. ასეთია ასევე ბოტანიკური ბაღი, სადაც თავმოყრილია უამრავი იშვიათი და ულამაზესი ჯიშის ყვავილი თუ ხე, არის პატარა მდინარეები, ჩანჩქერები და ა.შ.

გავეცნოთ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ ბოტანიკურ ბაღებს, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი.

1. ვერსალის კომპლექსი, საფრანგეთი, პარიზი



ეს უნიკალური ადგილი გახლავთ საოცარი ხედებით. ლუდოვიკო მე-13 შთამომავლების მიერ მისი სამონადირეო სახლის სასახლედ გადაკეთების შემდეგ ეს ადგილი კიდევ უფრო უნიკალური გახდა და საფრანგეთ
ის მთავარ ღირსშესანიშნაობადაც იქცა.

საოცარი ბაღნარი კი ლუდოვიკო მე-14 გააშენა. ის მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული და მას იუნესკო იცავს.


2. რიო დე ჟანეიროს ბოტანიკუი ბაღი, ბრზილია



ეს ბაღი ბრაზილიაში ჯერ კიდევ 1808 წელს გააშენა პორტუგალის მეფე იოან მეექვსემ. თავდაპირველად აქ აკლიმატიზაციას გადიოდნენე ისეთი ინდური მცენარეები, როგორიცაა წიწაკა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და სხვა, თუმცა დროთა განმავლობაში ეგზოტიკური მცენარეების ნამდვილ ოაზისად იქცა. აქ არის ასევე უზარმაზარი ბოტანიკური ბიბლიოთეკა, სადაც ინახება უამრავი ჩირი, გამხმარი ხილი და კენკრა, ჰერბარიუმი. აქვე შეგიძლიათ იხილოთ საოცარი ეგზოტიკური კაქტუსები.


3. სინგაპურის ბოტანიკური ბაღი, სინგაპური


თანამედროვე მეგაპოლისის შუაგულში მდებარეობს ნამდვილი სამოთხე – სინგაპურის ბოტანიკური ბაღი. ეს ეგზოტიკური ოაზისი ფანტასტიურ პარკს ჰგავს, რომელიც ფუტურისტულ სტილშია მოწყობილი. აქ ადამიანები ნახავენ არა მარტო საოცარ მცენარეებსა და ყვავილებს, არამედ საოცარ ხიდებსა და ხეების კომპლექსს. გაშენებულია ორქიდეების ეროვნული ბაღი - აქ ამ ყვავილების მსოფლიოში უდიდესი კოლექციაა. 3 ჰექტარ მიწაზე ამ ყველასთვის სასურველი ყვავილის 600 ათასი ჯიშია.


4. ნონგ ნუჩის ტროპიკული ბაღი, ტაილანდი


ეს სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის უდიდესი ბოტანიკური ბაღია. აქ არის პეპლების საოცარი ბაღი, ორი უზარმაზარი ხელოვნური ტბა, თეატრი და ლანდშაფტის არქიტექტურული კოლეჯიც კი. არის ასევე მინიატურული რკინიგზა.


5. მონრეალის ბოტანიკური ბაღი, კანადა


მონრეალის ეს საოცრება არა მარტო ადგილობრივების, არამედ ტურისტების მთავარი ინტერესის საგანია. ეს ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბოტანიკურ ბაღად ითვლება.

უზარმაზარი ტერიტორია 30 თემატურ ზონად არის დაყოფილი. საერთო კოლექცია ფლორის 26 ათას წარმომადგენელს აერთიანებს.

დიდი პოპულარობით სარგებლობს შხმიანი მცენარეების ბაღი. ბაღი მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია თებერვალი-აპრილი, როდესაც იმართება პეპლების შოუ-გამოფენა.


6. ბრუკლინის ბოტანიკური ბაღი ნიუ იორკში, აშშ


ეს ზეთანამედროვე მეგაპოლისისი ულამაზესი ადგილია. ის არც ისე დიდია, სულ რაღაც 10 ჰექტარს მოიცავს, თუმცა აქ განთავსებულია მცენარეების მილიონამდე სახეობა.

ამ ბაღ­ში არ უშ­ვებ­დ­ნენ ცუ­დად ჩაც­მულ და უტაქ­ტო ქცე­ვის ადა­მი­ა­ნებს - თბილისის ბოტანიკური ბაღის საოცარი ისტორია

კომენტარის დამატება