"ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში" - მსოფლიო ბარიტონის ოაზისი სამშობლოში

მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს "ოქროს ყელი საქართველოდან" და ასკარატიან ბრილიანტს შეადარეს. 1996 წლიდან ლადო ათანელი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ვენაში, მილანში, ციურიხში, ჟენევაში, მიუნხენში, ვაშინგტონსა თუ ტოკიოში. 2003 წელს დისკზე ჩაიწერა ამილკარე პონკიელის ოპერა "ჯოკონდა", სადაც ბარნაბას ურთულესი პარტია პლასიდო დომინგოსთან ერთად შეასრულა. ამჯერად ლადო ათანელი მეუღლესთან, წარმატებულ საკონცერტო პიანისტ მანანა ჩიქოვანთან ერთად სამშობლოში, მათივე შექმნილ ოაზისში ცხოვრობს. ქალბატონი მანანა სოციალურ ქსელში
ხშირად აზიარებს აგარაკზე გადაღებულ ფოტოებს, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ის
თავად გვიამბობს, როგორ შექმნეს ყველასთვის მიმზიდველი გარემო.
- ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში. ყოველთვის გვსურდა, თბილისთან ახლოს აგარაკი გვქონოდა. მეგობარმა ლადოს თბილისთან ახლოს მიწის ყიდვა ურჩია და ჩვენს ჩანაფიქრსაც ხორცი შევასხით. სახლი მეგობრების პროექტით ავაშენეთ, რაშიც მეც აქტიური მონაწილეობა მივიღე, ეზო კი მე დავაპროექტე და ხეხილი და ყვავილები გავაშენეთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება