რა არის კედრის კაკალი, რომელსაც სასწაულმოქმედ ნაყოფად აღიარებენ

კედარი ფიჭვისებრთა ოჯახის წიწვოვანი მცენარეა. წიწვოვანი ხეების ჯანმრთელობისთვის სარგებლობის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ აი კედრის კაკალი ნაკლებად ცნობილია ჩვენში, არადა, უზომოდ სასარგებლო.

კედრის კაკალი პატარა, ღია ყვითელი ფერის ნაყოფია. ის ძირითადად ნაჭუჭისგან გასუფთავებულ მდგომარეობაში, დამბალი და დამუშავებული იყიდება და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. მას უმად მიირთმევენ ან ხალავენ და ასეთ შემთხვევაში ეს ნაყოფი უფრო პიკანტურ გემოს იძენს.

კედრის კაკლის სამშობლოდ ციმბირი მიიჩნევა. ციმბირში 3000-წლიანი კედრის ხეები იზრდება.

კედრის კაკალი დიდი რაოდენობით ცხიმებსა და ნახშირწყალს შეიცავს. 100 გრამ პროდუქტში 673 კალორიაა, რის გამოც ამ ნაყოფის
დიდი რაოდენობით მირება არ არის სასურველი. აუცილებელია ზომიერების დაცვა.
 
კედრის კაკლის გული შეიცავს ცხიმებს, ლეცეტინს, ცილებს, ნახშირწყალს, წყალს, გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, სახამებელს, დექსტრინებს, პენტოზანს და უჯრედისებს.
ასევე ამ ნაყოფის შემადგენლობაში მოიპოვება ისეთი მაკროელემენტები, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალცი. მიკროელემენტებიდან - რკინას, მარგანეცს, თუთიას, იოდს, ალუმინს.

100 გრამი კედრის კაკლი სიცოცხლისათვის აუცილებელ დეფიციტურ მიკროელემენტებს შეიცავს. კედრის კაკლის ცილაში იმდენი დეფიციტური მიკროელემენტია, რომ ადამიანის ორგანიზმს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს საჭირო და დეფიციტური მიკროელემნეტებით. ისეთებით, როგორიც არის მარგანეცი, თუთია, კობალტი.
ამ პროდუქტში უხვად არის ვიტამინი B1 და ვიტამინი E.

ამ პროუქტის მოხმარება უზრუნველყოფს ადამიანის ორგამიზმში ცილის მიღებას. განსაკუთრებით სასრგებლოა ეს კაკალი ვეგიტარიანელებისთვის - ისინი ამ პროდუქტოთ ცილის მარაგს ივსებენ.
ამ კაკალს არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება არც საჭმელში და არც სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშულების დროს. მას ძალიან ადვილად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი.
განსაკუთრებით სასარგებლოა ეს პროდუქტი იმუნოდეფიციტის, ალერგიული დაავადებების დროს, ასევე ათრეოსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების შემთხვევაში. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, უებარია დისბაქტერიოზის, ხველის, ბრონქიტების დროს, ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

კაკლის ნაყენი ძალიან ეფექტურად კურნავს რევმატიზმს. თურმე ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შედიოდეს ბავშვისა და მოზარდის რაციონში, ის აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე ძალიან კარგად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

კომენტარები

Unpalvamn 2022-11-25 07:12
cialis online without Examination of the WHI protocol revealed that patients were being treated with CEE or MPA CEE on average 5 10 years after menopause

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები