ეს ნივთები ახლობლებსაც კი არ უნდა ათხოვოთ

ერთი შეხედვით არაფერია კრიმინალური იმაში, თუ ადამიანს, რომელიც უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, დახმარების ხელს გაუწვდით.  თუმცა იმის შესახებ, რომ პირადი ნივთების განათხოვრება არ შეიძლება, არა მარტო ეტიკეტი გვკარნახობს, არამედ ეზოთერიკული სწავლებებიც.
მისტიკოსები და ეზოთერიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ თითოეულ საგანს თავისი ბიონერგიული ველი, უხილავი ძალა გააჩნია, რომელიც შესაძლოა თქვენს წინააღმდეგაც კი შემობრუნდეს. მაშ ასე, რისი თხოვება არ შეიძლება სხვა ადამიანებისთვის, ძალიან ახლობლებისთვისაც კი:

თილისმა

სამკაულები, სამახსოვრო ნივთები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპთან და მიგაჩნიათ, რომ თქვენი თილისმაა. ასეთი
ნივთები იმუხტება თქვენი ენერგიით და აუცილებლად ნეგატიურად იმოქმედებს სხვა ადამიანზე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლითონებსა და ქვებთან მიმართებაში.

ფეხსაცმელი
იცით თუ არა, რომ ფეხსაცმელი ერთგვარი მასალაა, რომელზეც ჩვენი ბედი აღიბეჭდება. როდესაც ფეხსაცმელს სხვას ათხოვებთ, ამით ავტომატურად გადასცემთ მას თქვენს ენერგიას. უკან დაბრუნების შემთხვევაში მისი ენერგიის მემკვიდრე თქვენ გახდებით, ასე რომ, არასასურველი ფეხსაცმელი გააჩუქეთ ან გაყიდეთ, გათხოვებას არ გირჩევთ.


მარილი
მარილს ბევრი ცრურწმენა თუ მოსაზრება უკავშირდება. დავიწყოთ იმით, რომ დაივიწყეთ მარილის მეზობლისთვის მიცემის შესახებ, მარილი ხომ ერთგვარი მისტიური ნივთიერებაა, რომელიც ენერგიით იმუხტება და შესაძლოა, ის ენერგია სხვა ადამიანისკენ წავიდეს. ამან შესაძლოა იქონიოს გავლენა როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე მის წარმატებაზე და ფინანსურ კეთილდღეობაზე. ამიტომ იყენებენ მარილს ასე ხშირად მაგიურ რიტუალებში. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მარილი სხვა ადამიანს ან აჩუქეთ ან სანაცვლოდ სიმბოლურად ფული გამოართვით, თუნდაც ხურდები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მარილი ხელიდან ხელში არ გადავიდეს.


დასალაგებელი ნივთები
ადამიანის ენერგია გადადის არა მარტო ჭურჭელზე, არამედ სახლის დასალაგებელ ნივთებზეც. ზოგიერთი ასეთი ნივთი გარკვეული ფუნქციის მატარებელია. მაგალითად, იატაკის ჯოხი და ცოცხი სახლს ნეგატივისგან იცავს. ამ ნივთს სხვა თუ ათხოვებთ, საკუთარ სივრცეს გარკვეული პერიოდით დაუცველს ტოვებთ. უკან დაბრუნების შემთხვევაში კი სხვის ბიოველს იღებთ. ამის გაკეთება არ ღირს!

ჰიგიენის ნივთები
დღეს, როდესაც არანაირი დეფიციტი არ არის ჰიგიენური ნივთისა, ისეთის, როგორიც არის სარკე, სავარცხელი, მისი გათხოვების აუცილებლობა და საჭიროებაც არ არსებობს. ეს ნივთებიც ადამიანის ენერგეტიკის მატარებელია და ნამდვილად არ ღირს მისი სხვისთვის დროებით გადაცემა.

კომენტარის დამატება