რატომ არ უნდა ჩაგრჩეთ გასაღები კარში


ზოგადად საკეტებს ძალიან ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. ამბობენ, რომ თუ ის დაკეტილია, ეს საიდუმლოს სიმბოლოა. საკეტი დაცვაა არა მხოლოდ გარე პირებისგან, არამედ ეზოთერული გაგებითაც. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკეტში გასაღების დატოვება, მით უმეტეს, შიგნიდან. გადმოცემის თანახმად, საკეტში დატოვებულმა გასაღებმა შესაძლოა მიიზიდოს ნეგატიური ენერგია და პრობლემები შეუქმნას სახლის პატრონს. ოჯახში თავს იჩენს არეულობა, კონფლიქტები ოჯახის წევრებს შორის და ა.შ.

თუ ერთხელ მაინც ჩაგრჩათ გასაღები კარში, უნდა ჩაატაროთ გარკვეული მანიპულაციები, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. მანიპულაციებში იგულისხმება სახლის განწმენდა ნეგატივისგან, საამისოდ
კი ყველაზე ეფექტური სახლის კურთხევაა.
ამბობენ, რომ საკეტში დაფიქსირებული გასაღები სახლის მეპატრონეს არ მისცეს განვითარების საშუალებას. ეს დამთრგუნველია როგორც მეპატრონისთვის, ისე ოჯახის სხვა წევრებისთვის. ასე რომ, ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი გასაღები და არ დატოვოთ საკეტში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები