"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში

გა­მოც­დილ შეფ-მზა­რე­ულს რეს­ტო­რა­ნი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ჰქონ­და, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია რეს­ტორ­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე. რო­გორც ამ­ბობს, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მუდ­მი­ვად შრო­მობს, გა­ჩე­რე­ბა არ შე­უძ­ლია, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ახ­ლის ძი­ე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ ბოლო 6 თვეა ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­ში. შეფ-მზა­რე­ულ გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილს დიდი გეგ­მე­ბი აქვს.

- ფერ­მე­რო­ბა უფრო იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ დღეს ბა­ზარ­ზე რთუ­ლია სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ეს იყო. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ამ საქ­მე­ში უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, თან, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, ფერ­მე­რო­ბაც და­მე­წყო. უკვე
მყავს ქათ­მე­ბი და სა­ქო­ნე­ლი, ამას­თან, მათი საკ­ვე­ბი სი­მინ­დის მოყ­ვა­ნაც და­ვი­წყე. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის საკ­ვე­ბი ძვი­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად არა გაქვს, პრო­დუქ­ტი 30%-ით გიძ­ვირ­დე­ბა.

- სად ინა­ხავთ და უვ­ლით ფრინ­ველ-სა­ქო­ნელს?

- ფერ­მა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­შია, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ თუმ­ცა არ­ცთუ ური­გოდ. სა­მა­სამ­დე ფრთა ქა­თა­მი მყავს და 20 სული ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ქო­ნე­ლი. მე­გობ­რებ­მა კო­ო­პე­რა­ტი­ვი გა­ვა­კე­თეთ და ვმუ­შა­ობთ.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ბრძან­დე­ბით... ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყეთ, რას მიხ­ვდით?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იყო მზა­რე­უ­ლი და პრო­დუქ­ტის შექ­მნა არ შე­გეძ­ლოს. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ვა ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რი მე ვარ (პრო­ექ­ტი "ფერ­მი­დან ჩან­გალ­ზე"), და სწო­რედ ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ის რე­პორ­ტაჟს შევ­თა­ვა­ზებთ მკი­თხველს - სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა, ხა­რის­ხი, სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბა და კი­დევ ბევ­რი რამ დიდი პრობ­ლე­მაა.

- რა არის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში წა­ა­წყდით?

- სირ­თუ­ლე, ძი­რი­თა­დად, ფი­ნან­სე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია, იმი­ტომ, რომ დღეს გლეხს შრო­მა არ უღირს, ან არ უნდა, და­და­რა­ჯე­ბუ­ლი ეძებს მარ­ტივ გზას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ფული იშო­ვოს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბევ­რს ბირ­ჟა ურ­ჩევ­ნია... განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ლია 2020-11-12 11:46
გაიხარეთ! ღმერთმა დალოცოს თქვენი საქმე! მიბაძეთ მას მოზუზუნე ხალხმა!

კომენტარის დამატება