"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით... ამ ტერიტორიას "მილიონერების უბანს" ეძახიან" - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა

თბი­ლი­სი­დან სოფ­ლად და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის შე­სა­ხებ უნდა მო­გი­თხროთ, რომ­ლის წევ­რებ­საც ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვართ და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვაც გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მოს­დით. თუმ­ცა სა­ნამ სოფ­ლად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვეტ­დნენ, კარ­გად და­ფიქ­რდნენ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნა­რე­ბი შე­ა­ფა­სეს - შეძ­ლებ­დნენ ქა­ლაქ­ში გო­ნებ­რი­ვი შრო­მის­თვის სოფ­ლად ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­ე­თავ­სე­ბი­ნათ? იმა­ზეც იფიქ­რეს, ამ ყვე­ლა­ფერს ცოდ­ნა რომ სჭირ­დე­ბო­და და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბაც არ და­ი­ზა­რეს.

ბე­სიკ ან­დრი­ა­ძე:

- თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლი გავ­ყი­დეთ და სამი წლის წინ სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში მიწა შე­ვი­ძი­ნეთ, სა­დაც სახ­ლი ავი­შე­ნეთ. ეს ად­გი­ლი თბი­ლისს ეკუთ­ვნის, ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა. ვცხოვ­რობთ მე,
მე­უღ­ლე და ბავ­შვი. დავ­სახ­ლდით თუ არა, ნაკ­ვეთ­ში დავრგეთ ხე­ხი­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. ფარ­თო­ბი 900 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ოჯა­ხის­თვის საკ­მა­რი­სია. კომ­ფორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ტე­რი­ტო­რია ისე სწრა­ფად გა­შენ­და, „მი­ლი­ო­ნე­რე­ბის უბან­საც“ კი ეძა­ხი­ან. წყა­ლი, დენი, ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს.

მოკ­ლედ, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოცვრე­ბი მო­ვა­შე­ნეთ, ოღონდ, ჩვე­ნი გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ხორცს არ მი­ვირ­თმევთ, თან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოც­ვე­რის ხორ­ცი არც იჭ­მე­ვა. ისი­ნი სი­ლა­მა­ზის გამო ირ­ჩე­ვა. სხვა­დას­ხვა ჯიში გვყავს, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ცა­ლია და ნელ-ნელა ვყი­დით.

- დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბოცვრის მოვ­ლის წე­სე­ბი რო­გო­რია?

- დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სწორ კვე­ბას, რად­გან კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა სუს­ტი აქვთ. ძი­რი­თა­დად, მარ­ცვლე­ულს (შვრია, ქერი) ჭა­მენ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­სარ­გებ­ლო ბა­ლახს. ამა­შიც კარ­გად უნდა გა­ერ­კვე, რად­გან ზო­გი­ერ­თი ბა­ლა­ხი მომ­წამ­ვლე­ლია. ამი­ტომ საკ­ვებს სა­გან­გე­ბოდ ვურ­ჩევთ. ბა­ლა­ხი ვი­ტა­მი­ნე­ბით ამ­დიდ­რებს მათ ორ­გა­ნიზმს. იონ­ჯაც მო­ვიყ­ვა­ნეთ. შვრი­ა­სა და ქერს კი ვყი­დუ­ლობთ. წყა­ლი ჭურ­ჭელ­ში მუდ­მი­ვად უნდა ედ­გათ. სი­სუფ­თა­ვე მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ მუდ­მი­ვად ვი­ცავთ, რომ რამე ბაქ­ტე­რია არ შეჰ­ყვეთ და არ და­ა­ვად­დნენ. და­ა­ვა­დე­ბე­ბი სწო­რედ უსუფ­თა­ო­ბით ჩნდე­ბა. მოკ­ლედ, კვე­ბა­სა და სი­სუფ­თა­ვეს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ.

- მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქი და­ტო­ვეთ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

- სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რი­ვი­თაა. გვი­ხა­რია, რომ შრო­მა ამარ­თლებს, შე­დე­გი გვაქვს. ქათ­მებ­მა ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბი რომ დაგ­ვი­დეს, არ გვჯე­რო­და... ამ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა ზე­ი­მია, ოღონდ ამის­თვის ბევ­რი რა­მის შეს­წავ­ლა დაგ­ვჭირ­და. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები