"მე და ჩემმა ძმამ ჟოლოს ბაღი გავაშენეთ...  ახლა ეკ­რან­ზე ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ..." - რატომ წავიდა ტელევიზიიდან თორნიკე კვერენჩხილაძე?

"მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანს ჩემ­თვის ვიყო, და­ვის­ვე­ნო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ეკ­რან­ზე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს ყოფ­ნა, მომ­ბეზ­რდა, - ასე მშვი­დად ვიქ­ნე­ბი", - ამ­ბობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა. ამ­ბობს, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს, უბ­რა­ლოდ, დას­ვე­ნე­ბა უნდა და აღარ უნდა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ყოფ­ნა:

"არხს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზო­გა­დად ახლა მე­დი­ა­ში ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. სა­ხელ­მწი­ფო აღარ გვაქვს, მე­დია სულ სხვა ველ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, - პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­კე­თეთ... არას­წორ­მა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა პო­ლი­ტი­კამ მოგ­ვიკ­ლა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა. მე­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის
მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. არას­წორ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მა­რაზმში ვცხოვ­რობთ... ამი­ტომ, სჯობს სხვა რამე ვა­კე­თო. შვი­ლე­ბი მყავს და მათ მეტ დროს და­ვუთ­მობ. ირ­გვლივ მი­მო­ი­ხე­დეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ არი­ან, - ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვა­ლით შე­ხე­დეთ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­გავ­საყ­რე­ლად აქ­ცი­ეს... ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღა­ცას აპი­რე­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რა­ფერ­საც ვერ ამ­ბო­ბენ და აკე­თე­ბენ... ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აზრს ვერ ვხე­დავ. პრო­ცესს გულ­წრფე­ლო­ბა აკ­ლია.
თან, ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლიც არა­ვის აქვს. ყვე­ლას უნდა, რომ შეც­ვლილ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­იღ­ვი­ძოს, მაგ­რამ თა­ვი­სი თა­ვი­დან რომ და­ი­წყოს ეს შეც­ვლა, არ უნდა. ვიდ­რე ცოტა აზ­რზე არ მო­ვალთ, არა­ფე­რიც გვეშ­ვე­ლე­ბა... ამი­ტო­მაც, ახლა ეკ­რან­ზე ყოფ­ნის აზრს ვერ ვხე­დავ. ეკ­რანს მიღ­მა შე­იძ­ლე­ბა უფრო სა­სარ­გებ­ლო ვიყო“.

- თორ­ნი­კე, "ტვ პირ­ვე­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ხომ არ გა­უ­ნა­წყენ­დი?

- არა, არა­ნა­ი­რად. ეს ჩემი სურ­ვი­ლია. ახლა მარ­თლა დას­ვე­ნე­ბა მინ­და. წა­ვალ ბა­თუმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ, მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დავ­დი­ვარ კი­დეც. მსი­ა­მოვ­ნებს ხალ­ხთან ლა­პა­რა­კი, ასეთ დროს ბევრ რა­მეს ვი­გებ. ამის­თვის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა. ისეთ ად­გი­ლებს და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ და ვნა­ხავ, სა­დაც აქამ­დე არ ვყო­ფილ­ვარ.

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან შენი წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჩე­მამ­დე ასე მო­ვი­და, - თორ­ნი­კემ კენკრის ბაღი გა­ა­შე­ნა და მის მო­სავ­ლე­ლად მი­დი­სო... მარ­თა­ლია?

- ჟო­ლოს ბაღი მე და ჩემ­მა ძმამ შარ­შან გა­ვა­შე­ნეთ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და რა­ღა­ცე­ბის მოყ­ვა­ნა და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სო­ფე­ლი ჩი­ბათ­ში, დე­დუ­ლეთ­ში 850 ძირი ჟო­ლოს ნერ­გი დავრგეთ. თან, მინ­დო­და, ეს სხვებ­საც მო­ენ­დო­მე­ბი­ნათ და მათ­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს გა­კე­თე­ბა მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამის­თვის ბევ­რი რა­მის სწავ­ლა და გაც­ნო­ბა დამ­ჭირ­და. არი­ზო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის წიგ­ნით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და კი­დევ ბევ­რის სწავ­ლა მინ­და. ამ ჟო­ლოს თითო ძი­რი­დან კილო-ნა­ხე­ვა­რი იკ­რი­ფე­ბა. პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი შარ­შან მი­ვი­ღეთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები