"ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება" - მამუკა ბახტაძის გულახდილი ინტერვიუ

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ "შინ" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მინისტრმა თავის ბავშვობაზე, წინაპრებზე და იმ სახლზე ისაუბრა, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გაატარა. ეს სახლი ყველასთვის ცნობილია - სწორედ იქ არის გადაღებული ცნობილი ფილმი "იმერული ესკიზები".
ამონარიდი სტატიიდან:
"ეს სახლი ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა. აქ ექვსი თაობაა გაზრდილი! 150 წლის, ისტორიული სახლია! ყოველი ზაფხულის გატარება აქ მიწევდა და ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო პერიოდი სწორედ მას უკავშირდება"... - ეს სიტყვები მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. - ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი "იმერული ესკიზებია" გადაღებული.



გარკვეული ანაზღაურების საფასურად რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ დაეშალათ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაეტანათ. რა თქმა უნდა ოჯახი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო. სახლს ბევრი ცნობილი პირი სტუმრობდა. ბაბუაც რეჟისორი იყო, თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ ცნობილ ხელოვანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა... ვინაიდან სახლი შემოქმედებით წრეში კარგად იყო ცნობილი, ფილმის მთავარმა რეჟისორმა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ ბებიას შესთავაზა, ფილმის ნაწილი ამ სახლში ყოფილიყო გადაღებული... ძალიან საინტერესო ალბომები ინახებოდა სახლში და ფილმშიც არის ეპიზოდი, ერთერთი გმირი რომ ტახტზე ზის და ალბომებს ათვალიერებს... "

- ბატონო მამუკა, როგორ შეძელით 150 წლის სახლის ასე კარგად მოვლა და შენარჩუნება?
- ამ მხრივ ალბათ ჩვენი წინაპრების დატოვებული ამაგია მთავარი. მამას მეგობრები და ჩვენი მეზობლები ძალიან გვეხმარებიან, სახლმა რომ თავის პირვანდელი სახე შეინარჩუნოს. ზოგადად, ხის სახლებს უფრო მეტი მოვლა სჭირდება. თან სახლი ტრადიციული კრამიტით არის გადახურული. წელს სპეციალისტი მყავდა ჩაყვანილი - გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა, სახლმა ავთენტურობა და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს! ეს ისეთი სახლია და ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, არანაირ ცვლილებას არ ვაპირებთ! ხეს ის უპირატესობა აქვს, რომ თუ კარგად მიხედავ, საკმაოდ დიდხანს ძლებს. მთავარია სწორი მოვლა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან კარგი სპეციალისტები.


ინტერვიუს სრული ვერსია და ექსლუზიური ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერში.



კომენტარები

რუსუდან ჯინჭარაძე 2018-09-03 10:45
სასიამოვნოა ასეთი მოგონებების მოსმენა! კარგი იქნებოდა ყოველი ჩვენთაგანი თუ იზრუნებდა ასეთივე სიყვარულით თავისი მამა-პაპის ოჯახებზე, დაუბრუნდეთ ჩვენი ბავშობის საუკეთესო მოგონებებს და ნუ დაუკარგავთ ამ სიამოვნებას ჩვენს მომავალს, წარმატებები ყველას!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები