სოფელში გადასახლებულმა მარიამ საჯაიამ სახლის მშენებლობა წამოიწყო - "ჩემი ყოველდღიურობა ამ მზიან დღეებად იქცა"

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ სა­ჯა­ია არც ისე დიდი ხანია სა­ცხოვ­რებ­ლად მუხ­რან­ში გა­და­ვი­და. სოციალურ ქსელში ხშირად წერს შთაბეჭდილებებს ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ამჯერად მეუღლესთან ერთად სახლის აშენება წამოიწყო და ეს სიახლეც გაუზიარა ფეისბუქმეგობრებს:

"იყო დრო, ერთი საყვარელი მანტრა მქონდა აკვიატებული: დაე, ყველა არსება ყველგან იყოს ბედნიერი და თავისუფალი.
მერე ცოტა მიზანტროფიამ დამრია ხელი, მაგრამ საბოლოოდ გემრიელმა ბალანსმა, რომელიც როგორღაცნაირად საკუთარი თავის და სამყაროს ერთიანობად აღქმით მივიღე, სრულიად გააქრო საყოველთაო ზრუნვაც და მიზანტროფიაც. ან vice versa, კი არ გააქრო, ორივე, ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა გარკვეულ ერთიანობადაც
კი აქცია... როგორც ნებისმიერი ურთიერთწინააღმდეგობები მთელ სამყაროში. ინი და იანი და ბუმბერაზი კლასიკოსები.
მაინც ახლას დავუბრუნდები (რადგან წარსული არ არსებობს, ისევე როგორც მომავალი) და მაინც ბედნიერებას და თავისუფლებას ვუსურვებ ყველას - "ჩემსავით" ახლა უკვე შემიძლია დავამატო ამ მზიან სიტყვებს. ჩემი ყოველდღიურობა რომ ამ მზიან დღეებად იქცა, ამიტომ... 
და ამის განაწილება რომ არ გვენანება, ამიტომაც.
ფაქტებზე კი შემდეგს ვიტყვი - სახლის მშენებლობა გახსნილად გამოგვიცხადებია".




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები