ახალი გზა, რომელიც რაჭამდე მგზავრობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ამარტივებს

რაჭა და მისი სოფლები დაზიანებული გზების გამო ათეულობით წლებია,  ტურისტებისა და იქაური კარ-მიდამოების პატრონებისთვის რთულად მისასვლელია. განსაკუთრებით ონის რაიონის სოფლებში ხალხს ძალიან უჭირს მამაპიპესული სახლების მიხედვა, რადგან ამ სოფლებამდე მანქანით მისვლაც ჭირს და მითუმეტეს, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება, რათა სიძველისგან დაზიანებულ სახლების აღდგენა შეძლოს ხალხმა. ამიტომ, ვფიქრობთ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება იმ ახალი გზის მშნებლობის დასრულებას, რომელმაც რაჭა ზემო იმერეთს უნდა დააკავშიროს და თბილისიდან იქამდე მისასვლელი გზაც უნდა შეამციროს. პროექტი 2018 წლიდან დაიწყო. როდის დასრულდება ის და რეალურად, რა შეღავათს მისცემს რაჭაში მგზავრობის მსურველებს. 

პროექტი სულ შვიდ პუნქტადაა დაყოფილი. დეტალებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი საუბრობს:
- პროექტი 2020-2022 წლებში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები. მეექვსეზე ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცედურები, ხოლო მეშვიდე,
ონის მხარეს, ტენდერს გამოვაცხადებთ მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულებისკენ წავა. 2020 წლისთვის დამთავრება 6 ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ ვგეგმავთ მეშვიდეზეც ტენდერის გამოცხადებას.

- რა დროის გზის მონაკვეთს შეამცირებს ახალი გზა?
-1-1,5 საათით შეამცირებს საშუალოდ მგზავრობას, თუ მაგალითად, თბილისიდან რაჭის მიმართულებით გზას ავიღებთ.
- რა არის ამ გზის მთავარი სარგებელი?
- ეს არის ორი რეგიონის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ისედაც არსებობდა, თუმცა მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია-გაუმჯობესება ამ კუთხით. მოსახლეობაც უფრო კომფორტულად გადაადგილდება, განვითარდება ტურისტულადაც და ონსა და საჩხერეს ერთმანეთთან დააკავშირებს.
ზემო იმერეთი-რაჭის გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს. თუ თბილისიდან ონამდე ჩასასვლელად, დაახლოებით, 5 საათი იყო საჭირო, ახლა ეს დრო საათნახევრით შემცირდება. გზა საჩხერის სოფლებზე გაივლის და ონს დაუკავშირდება, რითაც მანძილი 45 კილომეტრამდე შემცირდება.

'' 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება

კომენტარები

ამირანი 2019-08-07 13:13
ძალიან ბევრით შემცირდება ვფიქრობ 90-100 კმ ით მაინც
Tea 2019-08-07 12:12
ღმერთო, რაჭა არ მანახო უხალხო! :(((((((( წელს, ივლისში სულ ცარიელი იყო რაჭა :(
გულუა 2019-08-06 17:35
მგონი დროა გვირაბების გაკეთება ვისწავლოთ.
ლევანი. 2019-08-05 14:00
45-კმ ამცირებს მხოლოდ? 45-კილომეტრის გავლას 0,45-1,00 საათი უნდა მაქსიმუმ. არადა 70-80 კილომეტრს შეამცირებსო. ბევრი არაფერი განსხვავება ყოფილა. ისე ამ ინფორმაციის დამწერს ხომ არ შეგეშალათ გამოთვლა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები