2018 წლის ინტერიერის მოდური ტენდენციები – აქტუალური ფერები და ტრენდები

ინტერიერის ახალი სეზონი ბევრ საინტერესო დეტალს გვპირდება, მაგალითად, აქტუალური იქნება ისევ მყვირალა ფერები, სივრცის ზონირება და რბილი ავეჯი, რომელშიც ადამიანი ადვილად ჩაიძირება.
2018 წლის ინტერიერის ყველაზე მოდური ფერების ტოპ შვიდეული ასე გამოიყურება:
 
  • ყვითელი
  • მუქი მწვანე
  • შავი
  • მოცისფრო-მონაცრისფრო-მომწვანო
  • ცისფერ-ნარინჯისფერი
  • ვარდისფერი
  • ნარინჯისფერი
  • ოქროსფერი დეკორი

1.ყვითელი – პოზიტივის ზეიმი
ყვითელი და არა უბრალოდ ყვითელი, არამედ მუქი ყვითელი, როგორიც მინიონების მულტფილმშია გამოყენებული. არ არის აუცილებელი ყვითელი ფერით მაინცდამაინც კედლები შეღებოთ, საკმარისი იქნება მისაღებ ოთახში ყვითელი ფერის სავარძელი ან გემოვნებიანი ჟურნალის მაგიდა განათავსოთ. ეს ფერი აუცილებლად პოზიტიურად განგაწყობთ და ღიმილის ხასიათზე დაგაყენებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ
ასევე სხვადასხვა ტონის ყვითელი.


















2.მუქი მწვანე - -ბუნებასთან ახლოს
მწვანე ფერი უკვე რამდენიმე სეზონია ფავორიტ ფერად არის მიჩნეული. Aარც მომავალი წელია გამონაკლისი. Mმუქი მწვანე ფერი ისევ აქტუალურია, თუმცა შეიმჩნევა მისი უფრო ბუნებრივი მწვანისკენ გადახრის ტენდენცია, მაგალიტად, როგორიც არის ნიახურის ფერი, ავოკადოს ფერი. Eეს ფერი ძალიან კარგად ეხამება იასამნისფერს, ყვითელს, ალუბლისფერსა და თეთრს. Dდიზაინერების აზრით, ეს ფერი ჯანმრთელობის სიმბოლოა და ძალიან უხდება სოფთ-მინიმალიზმის სტილის მისაღებს.









3.შავი-ცოტაოდენი დრამატიზმი
2018 წლის ინტერიერის ერთ-ერთი ტრენდი სექსუალური შავია. ნეიტრალურ როლში მას შეუძლია შეავსოს და დახვეწოს ნებისმიერი პალიტრა. გსურთ საკუთარ გარემოს ცოტაოდენი დრამატიზმი შემატოთ – დააგეთ შავი იატაკი ან დაკიდეთ შავი ჭაღი.















4. უშფოთველი ცისფერი – მოცისფრო-მონაცრისფრო-მომწვანო
2017 წლის მსგავსად, ცისფერი 2018 წელსაც აქტუალობის პიკზე იქნება, განსაკუტრებით მისი ერთ-ერთი ტონი, რომელსაც ინგლისურად In the Moment უწოდებენ, ეს გახლავთ ცისფერის, ნაცრისფერისა და მწვანის ნარევი.
ეს გახლავთ ოდნავ ცივი, თუმცა ძალიან მშვიდი ფერი.
ამ ფერად შეგიძლიათ შეღებოთ სამზარეულოს კედლები, მისაღებში ამ ფერის კედლები ძალიან კარგად შეეხამებ ქათქათა თეთრ პლინტუსებს














5. ნარინჯისფერის შეხამება
ყველაზე მეტად ეს მკვეთრი აქცენტი გამოგადგებათ რბილი ავეჯის შერჩევის დროს.












6. ვარდისფერი ძალებს იკრებს
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 2018 წელს ვარდისფერი ფერი კარგავს გენდერულ შეფერილობას და აღარ ასოცირდება მხოლოდ ქალბატონების ფერთან. ქარაფშურა რომანტიულიდან ის სოლიდურ და რთულ ფერად გარდაიქმნება, რომელიც ძალიან კარგად მოერგება როგორც საძინებლის, ისე მისაღებისა და სასადილო ოთახების ინტერიერს.













7.ოქროსფერი დეკორი – მუშაობა ფერითა და ფაქტურით
სეზონის მოდური მასალები – ფოლადთან, მარმარილოსთან და ხესთან ერტად გახლავთ პრიალა ლატუნი. Oოქროსფერი ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია.

















შიდა ტიხრები
როგორი ტიხრები იქნება აქტუალური მომავალ წელს
ბეტონის ბლოკები. ბრუტალურია? კი ბატონო, მაგრამ არ მარტო ბრუტალური, არამედ მოდური და აქტუალურიც.
ასევე მოდაშია დაწნული ტიხარი, რკინის კარკასი და ა.შ.



























2018 - რბილი ავეჯი - დუტი წლის ტრენდია.












კომენტარები

თბილისელი 2018-08-28 16:36
ერთი ორი ფოტოს გარეშე,დანარჩენები ყველა მომეწონა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები