ინტერიერის სტილი: 6 მთავარი მიმართულება

ინტერიერში არსებობს მიმართულებები, რომელიც ყოველთვის აქტუალურია - ბოლო წლებში, განსაკუთრებით. რომელი მოგწონთ, თქვენ თავად გადაწყვიტეთ
არტ დეკო

დახვეწილი და მომხიბვლელი, გეომეტრიული ფორმის ავეჯი ვერტიკალური ხაზებით, შუშისა და თითბერის დეტალები, პრიალა ტექსტილი – ყოველივე ეს 1920-1930 წლების ინტერიერის მახასიათებელია.

მკაცრი ხაზები

შუშისა და თითბერის დეტალები

გეომეტრიული კონსტრუქციები
1950-იანი წლები

თავისუფალი განლაგება, ჩაშენებეული სამზარეულო, სუფთა ფერები და ტექსტილი ერთ ფერში, ავეჯი მომრგვალებული ფორმებით, გეომეტრიული პრინტები და აბსტრაქციები. ასეთი სტილი იყო ამერიკაში 1950 წლებში.

სუფთა ფერები

ჩაშენებული სამზარეულო

თავისუფალი განლაგება
რუსტიკი

მყუდრო და
კომფორტული სოფლის სტილი არასდროს დაკარგავს აქტუალობას. მისთვის დამახასიათებელია არც ისე მაღალი ჭერი, პატარა ზომის ფანჯრები და ნეიტრალური, ნატურალური ფერები.

დაბალი ჭერი

პატარა ზომის ფანჯარა

ნატურალური ფერები
მოდერნი

უბრალო და ლაკონური ავეჯი, ჰაეროვანი ინტერიერი, თავისუფალი სივრცე – ეს გახლავთ სკანდინავიური მოდერნი, რომელიც 1930 წელს აღმოცენდა და აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

ნათელი სივრცე

ჰაეროვანი ინტერიერი

ლაკონური ავეჯი
1970-იანები

კაშკაშა, მსუბუქი, მეტალის ელემენტებით უხვად გაჯერებული ინტერიერი, რომლისთვისაც ასევე დამახასიათებელია სერვირებული გორგოლაჭებიანი მაგიდაც.

კაშკაშა ფერები

ნაცნობი ფორმის სავარძელი

მეტალის ელემენტები
კლასიკა

მაღალი ჭერი და დიდი, იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები, თაბაშირის კარნიზები, განიერი პლინტუსები - ყოველივე ეს გეორგიანული პერიოდის განსახიერებაა.

თაბაშირის კარნიზები

ფერწერა

კომენტარები

ირინოლა 2019-10-10 12:50
4 დავითვალე - არტ დეკო, რუსტიკი, მიდერნი და კლასიკა. გამომრჩა რამე?

გამომცემლობასთან მექნება თხოვნა, ინტერიერისა და არქიტექტურულ სტილებზე მეტი სტატია გამოაქვეყნოთ. ასევე, მაინტერესებს "გარდენია შევარდნაძის" ინტერიერის დიზაინის ანალიზი პროფესიონალი დიზაინერისაგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები