" არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში

მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვა­კე­ში, ცენ­ტ­რა­ლურ გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობს. ერ­თი მხრი­დან მი­სი სახ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს გა­დას­ც­ქე­რის, მე­ო­რე მხრი­დან კი - ვე­რეს ხე­ო­ბას. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას კორ­პუ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზაინი­თა და პი­რო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სის ნა­წი­ლია. შეხ­ვალთ თუ არა სა­დარ­ბა­ზო­ში, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო დაგ­ხ­ვ­დე­ბათ: სა­ვარ­ძე­ლი მო­სას­ვე­ნებ­ლად, დი­დი, ლა­მაზ­ყ­ვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი და სარ­კე, რო­მელ­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად სელ­ფის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. ამას­თან, კორ­პუსს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი ლიფ­ტე­ბი აქვს, ჩემ­ნა­ი­რი მში­შა­რა ადა­მი­ა­ნიც კი უშ­ფოთ­ვე­ლად ავედი მა­ღალ სარ­თულ­ზე.

- ამ ბი­ნა­ში 2013 წელს გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე სო­ლო­ლაკ­ში, ბევ­რად უფ­რო კარგ და დიდ ბი­ნა­ში
ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც 50 კვ.მ ფართობის მხო­ლოდ ვე­რან­და მქონ­და თა­ვი­სი ჰა­მა­კით, თბი­ლი­სუ­რი ეზო­თი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით... მყავ­და მე­ზო­ბე­ლი სე­და, გამ­ყიდ­ვე­ლი რი­ტა, იყო გა­და­ძა­ხი­ლე­ბი: “ა­მო­მი­ტა­ნე პუ­რი”, “სი­გა­რე­ტი გა­მი­თავ­და, ამო­მა­წო­დე”, ყა­ვას ვსვამ­დით ხე­ე­ბით და­ბუ­რულ ეზო­ში... მოკ­ლედ რომ ვთქვა, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ვა­ტა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რი რა­მეა და მოხ­და ისე, რომ 2013 წლი­დან უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ. ბინის ყიდ­ვის სა­კითხი რომ დად­გა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ჩე­მი შვი­ლი ცხოვ­რობს პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში და მი­სი დი­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.



ვა­კე სო­ლო­ლა­კის შემ­დეგ
...სო­ლო­ლაკ­ში ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი მე­ზობ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, ვა­კე­ში ამ მხრივ ცო­ტა „სი­ცი­ვეა“. სო­ლო­ლაკ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, ეს რას ნიშ­ნავს?! ვიც­ნობ­დი და მიც­ნობ­და ყვე­ლა, იქ ისე გავ­დი­ო­დი მა­ღა­ზი­ა­ში, რო­გორც სახ­ლ­ში ვი­ყა­ვი და ამის პრობ­ლე­მა არ მქონ­და, აქ კი პურ­ზეც რომ გა­ვი­დე, უნ­და მოვ­წეს­რიგ­დე, გა­მო­ვეწყო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა დი­დი მან­ძი­ლის გავ­ლა მო­მიხ­დეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­მის­თ­ვის, „უცხოდ“ ვარ მა­ინც.


რე­მონ­ტი
...ბი­ნა­ში რომ შე­მო­ვე­დი, შა­ვი კარ­კა­სი იყო და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ჩე­მი საქ­მე - ეს გახ­ლ­დათ სა­მო­თა­ხი­ა­ნი, პა­ტა­რა ფარ­თის ბი­ნა, სა­დაც სხვა ჩემ­თ­ვის აუცი­ლე­ბელ და სა­ჭი­რო ნივ­თებ­თან ერ­თად არ მე­ტე­ო­და რო­ი­ა­ლი. ეს რას ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის, ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნია. მაგ­რამ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ძა­ლი­ან კარ­გ­მა არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ­მა მა­რი­კა ცა­გა­რელ­მა მითხ­რა, შენ წა­დი, მე მივ­ხე­დავ ყვე­ლა­ფერს და კომ­პი­უ­ტერ­ში გაჩ­ვე­ნე­ბო. და­ვუ­ჯე­რე, დარ­ჩა აქ და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მახ­ვედ­რა ბი­ნა. ახ­ლა მაქვს ერ­თი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მი­სა­ღე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. ეს კი ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, იმი­ტომ, რომ ვცხოვ­რობ მარ­ტო. რე­მონ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი კარ­გი ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და: ამ კორ­პუს­ში ძი­რი­თა­დად შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მე ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­შუ­ა­ლო დო­ნის რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე. უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ­დი, რო­ცა ჩემ­მა ერთ-ერ­თ­მა მე­ზო­ბელ­მა და­იწყო სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და საქ­მე ცო­ტა უც­ნა­ურ „პრა­რაბს“ ჩა­ა­ბა­რა, რა­ღაც­ნა­ი­რი, „არტპრა­რა­ბი“ იყო (ი­ცი­ნის). ერთ დღეს ამ „არტპრა­რაბ­მა“ მითხ­რა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი სახ­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბო. რა თქმა უნ­და, შე­მო­ვიყ­ვა­ნე. მო­ი­ა­რა, და­ათ­ვა­ლი­ე­რა და ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, - კი, კარ­გია, არტბი­ნაა, ოღონდ იაფი­ა­ნიო (ი­ცი­ნის). მე­რე შე­მიყ­ვა­ნა იმ სახ­ლ­ში, რო­მელ­საც აკე­თებ­და და მივ­ხ­ვ­დი, რომ 3 წუთ­საც ვერ ვიცხოვ­რებ­დი იმ ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნა­ში. ვთვლი, რომ სახ­ლი მცხოვ­რე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს გა­მო­ხა­ტავს და გაჩ­ვე­ნებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, ის მუხ­ტი, აურა, სიმ­ყუდ­რო­ვე და გა­რე­მო, რაც სო­ლო­ლაკ­ში მქონ­და, აქ გად­მო­მე­ტა­ნა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მა­რი­ნამ სო­ლო­ლა­კის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი გა­ა­კე­თაო. დოი კი ამ სახლს სო­ლო­ლა­კის მოკ­ლე ში­ნა­არსს ეძა­ხის (ი­ღი­მის). მინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ მა­რი­ნა სადღაც კი არ წა­ვი­და, ისევ თა­ვის სივ­რ­ცე­სა და გა­რე­მო­შია, მგო­ნი გა­მო­მი­ვი­და (ი­ღი­მის).



მი­სა­ღე­ბი რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცე­დაა გა­ყო­ფი­ლი, რბილ სა­მე­ულს და პა­ტა­რა მა­გი­დას ულა­მა­ზე­სი მზე­სუმ­ზი­რე­ბი ამ­შ­ვე­ნებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი „მრავ­ლის მომ­ს­წ­რე“ ნივ­თე­ბი მათ შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნის სურ­ვილს აღ­მიძ­რავს.

- არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ჭი­ქამ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს შე­მომ­ს­ვ­ლელს, რომ შენ რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რია მოგ­ყ­ვე­ბა. ალ­ბათ ამი­ტომ არ მომ­წონს ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე და ზედ­მე­ტად უტ­რი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, მა­ინც სხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ. ნივ­თ­მა თვი­თონ უნ­და „და­მი­ძა­ხოს“, რა­ღაც ჩე­მე­უ­ლი უნდა და­ვი­ნა­ხო მას­ში, რომ შე­ვი­ძი­ნო. კუთხე, სა­დაც „გორ­კა“ და სკა­მი დგას, ჩემ­თ­ვის მე­ტად ძვირ­ფა­სია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ რო­ი­ალ­ზე, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რა­მაა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან სწო­რედ რო­ი­ა­ლის გად­მო­ტა­ნის სა­კითხ­ზე ვღე­ლავ­დი, ლიფ­ტ­ში არ შე­მო­ე­ტია და ნა­წილ-ნა­წილ ფე­ხით ამო­ი­ტა­ნეს. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ნივ­თი, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მათ­ზე მიბ­მუ­ლი ვარ, და­ნარ­ჩე­ნი კი უნ­და იყოს მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და კარ­გად ვგრძნობ­დე მი­სი მოხ­მა­რე­ბი­სას თავს.

ამ “გორ­კა­ში” ბევრ ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რელ ნივ­თ­თან ერ­თად, არის კუზ­ნე­ცო­ვის ჭი­ქე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მის, დე­და­ჩე­მი­სე­უ­ლი ჭურ­ჭე­ლი. ეს ისე­თი რა­ღა­ცე­ბია, რაც თუ არ მოგ­დ­გამს, მე­რე ვერ შე­ი­ძენ და შე­იძ­ლე­ბა მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც ვერ მიხ­ვ­დე. ჩემ­მა შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა ერ­თი რამ კარ­გად იცი­ან, „გორ­კას“ არ უნ­და მი­ე­კა­რონ.



იქ­ვე, ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ სა­მი კომ­პო­ზი­ცია კი­დია:

- გა­გიკ­ვირ­დე­ბა, რომ გეტყ­ვი, ეს რა არის - უძ­ვე­ლე­სი ბა­ლი­შის პი­რე­ბია, უწინ ასე­თე­ბი იყო, მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ჩავ­ს­ვი ჩარ­ჩო­ში და ასე­თი გა­მო­ვი­და..

მი­სა­ღე­ბის ერ­თ ნა­წილ­ში ფარ­დაგ­ჩა­მო­ფა­რე­ბულ კე­დელ­თან ტახ­ტი დგას, რო­მელ­ზეც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა გვითხ­რა:



- ამ ტახ­ტ­ზე ბევ­რი გე­ნი­ო­სია გაზ­რ­დი­ლი, ჯერ წა­მო­გო­რე­ბით და მე­რე რო­ი­ალ­თან მის­ვ­ლით. ფარ­და­გის გვერ­დით პა­ტა­რა, მაგ­რამ უძ­ვე­ლე­სი ქი­სა კი­დია: - ჩარ­ჩო­ში ვე­რაფ­რით ჩავ­ს­ვი, არ გა­მო­ვი­და, მინ­დო­და სად­მე და­მე­კი­და და აქ მი­ვუ­ჩი­ნე ად­გი­ლი. ეს კუთხე გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. რო­ი­ალ­თან რომ სი­ლა­მა­ზე კი­დია, ჩემს ახ­ლო­ბელს თა­ვის დრო­ზე ფა­რა­ჯა­ნოვ­მა აჩუ­ქა, მან კი მე მი­სახ­სოვ­რა. ესაა ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი ნა­ჭე­რი, თით­ქოს არა­ფე­რია, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტაა, ორი­გი­ნა­ლუ­რი და ლა­მა­ზია. ფა­რა­ჯა­ნო­ვი სხვა­ნა­ი­რად ხე­დავ­და ყვე­ლა­ფერს.

სახლს თვალს გა­და­ავ­ლებთ თუ არა, მიხ­ვ­დე­ბით, რომ დი­ა­სახ­ლი­სის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სიმ­ყუდ­რო­ვე და კომ­ფორ­ტია. თი­თო­ე­ულ ოთახს რამ­დე­ნი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის სა­ნა­თი ამ­შ­ვე­ნებს.



- სა­ნა­თე­ბი ქმნი­ან სიმ­ყუდ­რო­ვეს, შე­გიძ­ლია მა­თი გა­ნა­თე­ბით კარ­გად „ითა­მა­შო“, გა­ა­ნა­თო იქ, სა­დაც შენ გინ­და, მიყ­ვარს და თით­ქ­მის ყველ­გან დავ­დ­გი.

მი­სა­ღებ­სა და ჰოლ­ში მას­პინ­ძ­ლის მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თით შექ­მ­ნილ კომ­პო­ზი­ცი­ებს შეხ­ვ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, სკივ­რე­ბის კუთხეს, რო­მე­ლიც ფე­რებ­ში შე­ხა­მე­ბუ­ლი სა­ნა­თი­თა და სუ­ვე­ნი­რე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, აქ­ვეა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ფო­ტო შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მელ­საც გვერდს ეკა მა­მა­ლა­ძის ნა­ჩუ­ქა­რი სუ­ვე­ნი­რი უმ­შ­ვე­ნებს...

ჰოლ­ში ჩა­შე­ნე­ბულ კა­რა­და­ში წიგ­ნებ­თან ერ­თად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის პრი­ზებს და ჯილ­დო­ებს ნა­ხავთ, მათ შო­რი­საა ოქ­როს სი­დი და ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის მი­ერ ნა­ჩუ­ქა­რი და ხელ­მო­წე­რი­ლი დის­კი.



აქ­ვეა გამ­ჭო­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მელ­საც ორი შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს, ერ­თი - ჰო­ლი­დან, მე­ო­რე - მი­სა­ღე­ბი­დან.

- სო­ლო­ლა­კის სახ­ლ­ში ძა­ლი­ან დი­დი სამ­ზა­რუ­ლო მქონ­და, რო­მე­ლიც აივან­ზე გა­დი­ო­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იქ ფუს­ფუ­სი. საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა კარ­გად მე­ხერ­ხე­ბო­და და ჩემ­თ­ვის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იყო დი­დი სუფ­რე­ბის გაშ­ლა, შე­მეძ­ლო ჰოპ და უცებ გა­მე­შა­ლა დი­დი სუფ­რა. წარ­მო­იდ­გი­ნე, ცხოვ­რე­ბის ასე­თი წე­სის, მუდ­მი­ვი ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბის შემ­დეგ, გად­მოვ­დი­ვარ მარ­ტო და უკ­ვე ვე­ღარ ვი­გებ, რა­ტომ გა­ვა­კე­თო საჭ­მე­ლი (ი­ცი­ნის). კი ბა­ტო­ნო, გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ აქ შენს გე­მო­ზე რომ ვერ მიტ­რი­ალ-მოტ­რი­ალ­დე­ბი, უკ­ვე აღარ გინ­და არაფ­რის კე­თე­ბა, ამი­ტომ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს - გში­ათ, მო­ი­ყო­ლეთ მზა და მი­ირ­თ­ვით. მო­დი­ხართ? მო­ი­ტა­ნეთ (ი­ცი­ნის). აქა­უ­რო­ბის­თ­ვის ვი­ყი­დე პა­ტა­რა ქვა­ბე­ბი, პა­ტა­რა ჯა­მე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ზო­მის შე­სა­ბა­მი­სი, მაგ­რამ ვერ გა­ვი­გე, ერთ კაც­ზე რო­გორ უნ­და გა­კეთ­დეს საჭ­მე­ლი. ვერ მი­ვეჩ­ვიე, რამ­დე­ნი მა­რი­ლი, რამ­დე­ნი სა­ნე­ლე­ბე­ლი უნ­და ვუქ­ნა ამ პა­ტა­რა ულუ­ფას, ვე­ღარ ვი­გებ, არ გა­მომ­დის... ამი­ტომ მივ­დი­ვარ, ვყი­დუ­ლობ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ ვაცხე­ლებ და მი­ვირ­თ­მევ, თურ­მე ასეც კარ­გი ყო­ფი­ლა.



სა­ძი­ნე­ბე­ლი რეტ­რო სტილ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, სა­წო­ლის გვერ­დით ლა­მა­ზი ტუმ­ბო და კა­რა­და დგას. კე­დელს კომ­პო­ზი­ცია ამ­შ­ვე­ნებს.

- აი, რა­საც სა­წო­ლის თავ­ზე ხე­დავთ, ესაა რო­მე­ლი­ღაც ქვე­ყა­ნა­ში, ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ნა­ყი­დი თავ­შა­ლი, კა­პი­კე­ბი ღირ­და. რომ და­ვი­ნა­ხე, მო­მე­წო­ნა და წა­მო­ვი­ღე. ჩავ­ს­ვი ჩარ­ჩო­ში და დავ­კი­დე, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მო­უხ­და აქა­უ­რო­ბას.

სა­ძი­ნე­ბელს ეტყო­ბა, რომ აქ მან­დი­ლო­სა­ნი ცხოვ­რობს, ტუმ­ბო სამ­კა­უ­ლე­ბი­თაა და­ხუნ­ძ­ლუ­ლი.

- ეს ტუმ­ბო კო­რე­უ­ლია, სადღაც გა­და­ვაწყ­დი და ვი­ყი­დე. იატა­კის ხა­ლი­ჩა კი ძა­ლი­ან ძვე­ლია. ტუმ­ბოს თავ­ზე რომ კომ­პო­ზი­ციაა, ის ჩე­მი შვი­ლის მე­გო­ბარ­მა ნენ­სი წიკ­ლა­ურ­მა, სკო­ლას რომ ამ­თავ­რებ­დ­ნენ, მა­შინ გა­მი­კე­თა და მა­ჩუ­ქა. იქაც სა­წოლ­თან მე­კი­და, არც აქ და­ვარ­ღ­ვიე ეს ტრა­დი­ცია, მამ­შ­ვი­დებს, მაწყ­ნა­რებს.



სა­ძი­ნებ­ლის გვერ­დით მშვიდ ფე­რებ­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლი აბა­ზა­ნაა, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი სუ­ვე­ნი­რე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. სახ­ლ­ში დი­ა­სახ­ლი­სის გე­მოვ­ნე­ბა და ფან­ტა­ზია უდა­ვოდ იგ­რ­ძ­ნო­ბა.

რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას კორ­პუ­სი ვე­რეს ხე­ო­ბას გა­დაჰ­ყუ­რებს, მე­ტიც, 13 ივ­ნისს, სტი­ქი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ კორ­პუ­სი­დან გა­და­ი­ღო და გა­ავ­რ­ცე­ლა დი­დი რა­მაზ ჩხკი­ვა­ძის შვი­ლიშ­ვილ­მა, რა­მა­ზი­კომ. ეს დღე ჩვენც გა­ვიხ­სე­ნეთ.

- სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და 13 ივ­ნისს, რა­მა­ზი­კო მი­რე­კავ­და, მა­რი­ნა, მარ­ტო ხომ არ ხარ? ხომ არ გე­ში­ნია? “კუ­რი­ე­რის” რე­დაქ­ტორ­თან პირ­და­პი­რი კავ­ში­რი მქონ­და, ტე­ლე­ფო­ნი არ გა­მიგ­დია ხე­ლი­დან, სიტყ­ვით ვერ ახ­ს­ნი, ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და.



ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ერ­თი შვი­ლი და 4 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს: ერ­თი ბი­ჭი და სა­მი გო­გო.

- არ ვარ ცუ­დი ბე­ბია (ი­ცი­ნის) და კარ­გი სი­დედ­რი ვარ, არა­და ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ოოოჰ, მა­რი­ნა არ იქ­ნე­ბო­და ასე­თი, მაგ­რამ ასე არაა. შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. კონ­ცერ­ტებ­ზე ერ­თად დავ­დი­ვართ, უცხო­ეთ­შიც ერ­თად მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბით ხოლ­მე. მი­ლან­ში ვი­ყა­ვით ანი­ტას კონ­ცერ­ტ­ზე, ბავ­შ­ვებ­მა “ლა სკა­ლა” ნა­ხეს, ეს ცო­ტა არაა, დამ­ყავს ყვე­ლა კონ­ცერ­ტ­ზე, ვაწ­ვ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას - რა არის კარ­გი და რა - ცუ­დი. ვერ ვიტყ­ვი რო­მე­ლი­მე­ზე, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭი აქვს. არ მეს­მის იმ ხალ­ხის, ვი­საც მხო­ლოდ იმი­ტომ ჰგო­ნია, რომ მი­სი შვი­ლი თუ შვი­ლიშ­ვი­ლი კარ­გად მღე­რის, რად­გან თა­ვა­დაც მუ­სი­კო­სია. მე ასე­თე­ბი არ მჭირს. პა­ტა­რას ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი სმე­ნა აქვს და ვნა­ხოთ. ერ­თი, რაც ზუს­ტად ვი­ცი, კარ­გი მსმე­ნე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ვა­ზი­ა­რებთ ოპე­რა­საც, კლა­სი­კა­საც, ნაკ­ლე­ბად ვცდი­ლობ, შე­ე­ხონ პოპს. მე­რე თვი­თო­ნაც ეყო­ფათ. სა­მა­გი­ე­როდ, “გრე­მის” და­ჯილ­დო­ე­ბას ვუ­ყუ­რებ მათ­თან ერ­თად და ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უკ­ვე მათ ვე­კითხე­ბი, რა მოს­წონთ, რა - არა. სა­ერ­თოდ ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებს ახალ­გაზ­რ­დე­ბის აზ­რი და ხედ­ვა. კარ­გი თა­ო­ბა მო­დის, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი კარ­გე­ბი არი­ან. არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვიტყ­ვი, რომ ჩვენ ვჯობ­დით, ათი ათას­ჯერ ჩვენ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან - მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი, არ არი­ან დოგ­მებ­ში მოქ­ცე­უ­ლი. ეს დოგ­მე­ბი და ჩარ­ჩო­ე­ბი მა­გი­ჟებს. პროგ­რე­სის მომ­ხ­რე ვარ, მინ­და, ყვე­ლა წა­ვი­დეს, ის­წავ­ლოს უცხო­ეთ­ში, მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და ასე ნას­წავ­ლე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ უკან და ძლი­ე­რებ­მა გა­აგ­რ­ძე­ლონ ცხოვ­რე­ბა.

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

Guest 2019-07-22 20:46
გაოცებული ვარ, ამდენი აგრესია საიდან. ადამიანმა საკუთარი ბინა გაარემონტა თავისი გემოვნებით და შესაძლებლობებით, თქვენს ბინებში ხომ არ შემოჭრილა?
ნუთუ ძალიან ძნელია თავის შეკავება სხვისი გემოვნების ლანძღბისაგან? ხომ შეიძლება რაც მოგეწონათ ის აღნიშნოთ
ადამიანებო უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ ერთმანეთს
123 2019-02-23 10:32
ბანძი ბინაა, ეს უძველესი გაქუცული და იაფფასიანი ნივთები არ უხდება, რა თავშალი, რის ქისა... საწოლის გადასაფარებელი სოფელში გვაქვს ეგეთი,მიგდებული სადღაც. ცოტა თანამედროვედ სჯობდა.
... 2018-09-12 10:10
ბავშვებს რომ ნივთებთან ახლოს არ უშვებ, რა სიქაჯეა. აბა სად იჯდეს თფილისი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები