სო­ფო გე­ლო­ვანის ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

მომ­ღე­რა­ლი სო­ფო გე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლე ნო­დი ლან­დი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად 2 წლის წინ საცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­და. თუმ­ცა მე­უღ­ლის დიდ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბულ 5 წელს ძა­ლი­ან თბი­ლად იხ­სე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფო კარ­გად და მყუდ­რო­დაა მოწყო­ბი­ლი, ამ­ბობს, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეს ჩვე­ნი დრო­ე­ბი­თი საცხოვ­რე­ბე­ლია, ჩვე­ნი სახ­ლი უფ­რო ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე წარ­მო­მიდ­გე­ნიაო. მარ­თა­ლია, სო­ფოს ბი­ჭე­ბის ერ­თად შეკ­რე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არ იყო, მაგ­რამ დი­ა­სახ­ლი­სის დახ­მა­რე­ბით ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­სე­სი­აც მო­ვაწყ­ვეთ.



- ბავ­შ­ვო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს გვერ­დით რომ ძვე­ლი სახ­ლია, იქ გა­ვა­ტა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, ამ უბან­ზე
ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მე­უღ­ლეც იქ­ვე ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, იმა­ვე უბან­ში გავ­თხოვ­დი. 5 წე­ლი ვიცხოვ­რეთ ჩე­მი მე­უღ­ლის დიდ ოჯახ­თან ერ­თად და მინ­და გითხ­რათ, რომ ამას სულ სხვა ხიბ­ლი აქვს. მეც დი­დი ოჯა­ხი­დან მოვ­დი­ვარ - სა­მი და, ერ­თი ძმა, მშობ­ლე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუა ერ­თად ვი­ყა­ვით და ამის შემ­დეგ უკ­ვე ნო­დის მშობ­ლებ­თან ცხოვ­რე­ბაც არ გამ­ჭირ­ვე­ბია. პი­რი­ქით, ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობ­დ­ნენ, ჩემ­თ­ვის კომ­ფორ­ტი შე­ექ­მ­ნათ, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დახ­მა­რე­ბით, იმ­დე­ნი საქ­მე ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და, რაც დღეს მაქვს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­დან ცალ­კე გად­მოს­ვ­ლა მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ჩემს უფ­როს ბიჭს, და­თას, ის სახ­ლი უფ­რო უყ­ვარს და გუ­ლი სულ იქით მი­უ­წევს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, აქა­უ­რო­ბაც შე­ვაყ­ვა­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი მუ­დამ გვერ­დ­ში გვიდ­გა­ნან - ბავ­შ­ვე­ბის და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა, რაც ცალ­კე გად­მო­ვე­დით, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მთლი­ა­ნად მე და­მე­კის­რა. არ მყავს დამ­ხ­მა­რე, რო­მე­ლიც და­მი­ლა­გებს სახლს, მო­მიმ­ზა­დებს სა­დილს, თა­ვად ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს და მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც. რო­ცა საქ­მე მაქვს და გა­სას­ვ­ლე­ლი ვარ, ნო­დიც მეხ­მა­რე­ბა და მიწყობს ხელს. ზო­გა­დად, ოჯა­ხის, ბავ­შ­ვე­ბის, სა­ში­ნაო საქ­მის და კა­რი­ე­რის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ რო­ცა ხელს გიწყო­ბენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და მო­გო­ნე­ბე­ბი­სა, ვფიქ­რობ, მა­ინც ჯო­ბია, წყვილ­მა ცალ­კე იცხოვ­როს და თა­ვად იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მყუდ­რო სახ­ლი გვე­ყი­და, სა­დაც შევ­ქ­მ­ნი­დით ჩვენს ის­ტო­რი­ას.



ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უნ­დო­და სახ­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ, მაგ­რამ მე ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გი. მარ­თა­ლი გითხ­რათ, მეც ვოც­ნე­ბობ ასეთ სახ­ლ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც გყავს შვი­ლე­ბი, და­დი­ან სკო­ლა­ში, ბაღ­ში, სხვა­დას­ხ­ვა წრე­ზე და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სარ­ბე­ნი გაქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა. რო­ცა გა­იზ­რ­დე­ბი­ან, დი­დი იმე­დი მაქვს, გა­და­ვალთ სად­მე ქა­ლაქ­თან ახ­ლოს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ბი­ნის ყიდ­ვის ის­ტო­რი­ას, სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­ბურ­თა­ლო ჩემ­თ­ვის უცხო უბა­ნი იყო, მით უმე­ტეს შან­ხაი, მაგ­რამ ქუ­ჩა, სა­დაც ჩვე­ნი კორ­პუ­სი მდე­ბა­რე­ობს, შე­და­რე­ბით შე­მაღ­ლე­ბულ­ზეა და ისე ძა­ლინ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არ არის ჰა­ე­რი. სწო­რედ ამან მოგ­ვ­ხიბ­ლა და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, აქ დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. მა­შინ შა­ვი კარ­კა­სი იყო, ფა­სიც - ჩვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და ვი­ყი­დეთ. და­ვიწყეთ რე­მონ­ტი, სწრა­ფად და სა­დად გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი და მა­ლე­ვე გად­მო­ვე­დით.



ბი­ნა ფარ­თით 100 კვა­დრა­ტუ­ლია, გვაქვს ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი აივა­ნი. ოთა­ხე­ბი ჩვენ და­ვაპ­რო­ექ­ტეთ, დაგ­ვეხ­მა­რა მე­გო­ბა­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნი­თაა. რე­მონ­ტის დროს მთა­ვა­რია გა­გი­მარ­თ­ლოს ხე­ლოს­ნებ­ში, მაგ­რამ ნო­დი ისე­თი პე­დან­ტია, სულ თავ­ზე ედ­გა და ამი­ტომ სწრა­ფად დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩე­მი და ნო­დის გე­მოვ­ნე­ბა ემ­თხ­ვე­ვა ერ­თ­მა­ნეთს, უბ­რა­ლოდ, მას მოს­წონს მე­ტი ხე ინ­ტე­რი­ერ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხის­ფე­რი კი გა­მო­ვი­ყე­ნეთ გარ­კ­ვე­ულ ად­გი­ლებ­ში, მაგ­რამ ნო­დის ვუთხა­რი, მე­რე, რო­ცა სახლს ვი­ყი­დით ქა­ლაქ­გა­რეთ, იქ გა­ა­კე­თე სულ ხე­ში-მეთ­ქი. რე­მონ­ტის შემ­დეგ მოწყო­ბის სა­კითხიც მარ­ტი­ვად მო­ვაგ­ვა­რეთ, კარ­გი ხე­ლო­სა­ნი შეგ­ვ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს და ავეჯი თითქმის მან გაგ­ვი­კე­თა.

ბი­ნა სა­და, მშვიდ ფე­რებ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი.



- ჩემ­თ­ვის ჭრე­ლი შპა­ლე­რი, გა­ფორ­მე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი ძა­ლი­ან დამ­ღ­ლე­ლია, ამი­ტომ მშვიდ ფე­რებ­ზე შე­ვა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი, ბავ­შ­ვე­ბის ოთა­ხიც კი ძა­ლი­ან სა­დაა. მგო­ნია, რომ სით­ბოს ქმნის ეს ტო­ნა­ლო­ბა.

მი­სა­ღებ­ში ერ­თი თვა­ლის მოვ­ლე­ბაც კი საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ მიხ­ვ­დეთ, ჩვენს მას­პინ­ძ­ლებს ფერ­წე­რა იტა­ცებთ.

- მომ­წონს ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი და ნელ-ნე­ლა ვავ­სებთ ჩვენს კედ­ლებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ მა­ჩუ­ქეს - ჩე­მი პორ­ტ­რე­ტია, ასე და­მი­ნა­ხა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მა­რი ჩი­ჯა­ვა­ძემ და დამ­ხა­ტა, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რია, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მა­ტა­რე­ბე­ლი. ნო­დარ სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის არაჩ­ვე­ულე­ბ­რი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი, ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა გვა­ჩუ­ქა. ფორ­ტე­პი­ა­ნოს თავ­ზე რომ ჩე­მი პორ­ტ­რე­ტია, ჩემ­მა უკრაინელმა თაყ­ვა­ნის­მ­ც­ემელ­მა და­მი­ხა­ტა და გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

მომ­ღერ­ლის სახ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სო­ფოს მი­სა­ღებ­ში საკ­მა­ოდ ძვე­ლი ფორ­ტე­პი­ა­ნო დგას, რო­მელ­საც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი და ჯილ­დო­ე­ბი ამ­შ­ვე­ნებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ფორ­ტე­პი­ა­ნო სო­ფოს კა­რი­ე­რუ­ლი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია.



- ფორ­ტე­პი­ა­ნო ძვე­ლის­ძ­ვე­ლია, ბა­ბუ­ის ბა­ბუ­ის დრო­ინ­დე­ლია მგო­ნი. ის­ტო­რი­უ­ლია, ამა­ზე ვის­წავ­ლე დაკ­ვ­რა მეც და ყვე­ლამ, ვინც კი ჩვენს ოჯახ­ში უკ­რავ­და, განსა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, ამი­ტო­მაც ჩე­მი სახ­ლი­დან წა­მო­ვი­ღე. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე წარ­მოდ­გე­ნილ დიპ­ლო­მებს, პრი­ზებს, ეს ჩე­მი ის­ტო­რიაა, თუმ­ცა მა­თი აქ დაწყო­ბა ჩე­მი სურ­ვი­ლი არ იყო, ნო­დის მოს­წონს და მი­სი სურ­ვი­ლით გან­ვა­ლა­გეთ.

მი­სა­ღე­ბი­დან იმ­დე­ნად მაც­დუ­რად მო­ჩან­და სო­ფოს სიმ­წ­ვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი აივა­ნი, რომ სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, იქ გას­ვ­ლა და გა­და­ღე­ბა ვითხო­ვეთ.


- ჩე­მი და ჩე­მი მე­უღ­ლის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. რო­დე­საც სახ­ლ­ში შე­მო­ვე­დით და ეს აივა­ნი ვნა­ხეთ, ვი­ფიქ­რეთ, რა შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა... მა­გი­და სკა­მე­ბი­თურთ - კი, მაგ­რამ კი­დევ გვინ­დო­და რა­ღაც სხვა. და მივ­ხ­ვ­დით, რომ გვაკ­ლ­და სიმ­წ­ვა­ნე, ფოთ­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა და უცებ ნო­დიმ თქვა, მო­დი, მო­ვიწყოთ პა­ტა­რა სა­მოთხეო. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ამ სი­ლა­მა­ზის მოწყო­ბა ჩე­მი მა­მამ­თი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სა­ოც­რად ეს­თე­ტი ადა­მი­ა­ნია ნო­დის მა­მა, ისე­თი თა­ი­გუ­ლე­ბი მო­აქვს ხოლ­მე ჩემ­თ­ვის, მი­ლი­ო­ნი­დან გა­მო­არ­ჩევ, სხვა­ნა­ი­რი ხედ­ვა აქვს და სწო­რედ მან მოგ­ვა­წო­და იდეა, რომ ჩვენს აივანს მო­უხ­დე­ბო­და ხე­ე­ბი, ოღონდ მხო­ლოდ კი არ თქვა, თვი­თონ აარ­ჩია და მოგ­ვი­ტა­ნა, ეს ხე­ე­ბი მი­სი ნა­ჩუ­ქა­რია. ამი­ტო­მაც, ჩვენს აივანს “მა­წა­კას ბა­ღი” ჰქვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩე­მი მა­მამ­თი­ლი ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გია, სა­ო­ცა­რი ენა აქვს, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ მეტ­სა­ხე­ლად მა­წა­კას ეძა­ხი­ან. ჰო­და, რად­გან მი­სი იდეა და ამავ­დ­რო­უ­ლად მი­სი სა­ჩუ­ქა­რი იყო ეს ხე­ე­ბი და მცე­ნა­რე­ე­ბი, სა­ხე­ლიც მი­სი და­ვარ­ქ­ვით. ჩვენს ბაღს აბ­რაც აქვს - “მა­წა­კას ბა­ღი”. მე­გო­ბა­რი გვყავს, ფი­ლო, რო­მელ­საც კარ­გი ხე­ლი აქვს, სა­ო­ცარ რა­ღა­ცებს აკე­თებს და ეს აბ­რაც ჩვე­ნი თხოვ­ნით, მან დაგ­ვიმ­ზა­და. ყვე­ლას უყ­ვარს ამ აივან­ზე ყოფ­ნა, ხომ აცივ­და, მაგ­რამ ცო­ტა ხნით, ჩა­ის­თან ერ­თად მა­ინც ვსხდე­ბით ხოლ­მე. ეს ყვა­ვი­ლე­ბი ხომ ულა­მა­ზე­სია, მაგ­რამ იმ­დენ დროს მო­ითხოვს მა­თი მოვ­ლა და ისე­თი რთუ­ლი ყო­ფი­ლა, რომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ნო­დი დი­ლის 7 სა­ათ­ზე დგე­ბა და იწყებს მათ მოვ­ლას, ყო­ველ­დღი­უ­რად უნ­და მორ­წყ­ვა, ზაფხულ­ში ხან ორ­ჯე­რაც კი. მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მა­რად­მ­წ­ვა­ნე­ე­ბია და ზამ­თარ­შიც სიმ­წ­ვა­ნე გვაქვს. ვა­ზიც გა­ვა­ხა­რეთ და მა­ლე მო­სა­ვალ­საც მი­ვი­ღებთ (ი­ღი­მის). აქეთ კე­დელ­ზე ვარ­დი გვაქვს გაშ­ვე­ბუ­ლი და რო­დე­საც ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დია, სულ გა­ფურ­ჩ­ქ­ნი­ლია, ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია.



აივ­ნი­დან სო­ფოს სა­ძი­ნე­ბელს ვეს­ტუმ­რეთ, რომ­ლის გვერ­დი­თაც სამ­ზა­რე­უ­ლოა მო­თავ­სე­ბუ­ლი.

- რე­მონ­ტის დროს ნო­დი ფიქ­რობ­და, სტუ­დიო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მე არ მინ­დო­და. შე­იძ­ლე­ბა ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარ­გია, მაგ­რამ მირ­ჩ­ვე­ნია სამ­ზ­რე­უ­ლო ცალ­კე იყოს. მას თა­ვი­სი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გო­გო­ნე­ბის დაჯ­დო­მა, ყა­ვის და­ლე­ვა და სა­უ­ბა­რი, მა­ინც სულ სხვაა... (ი­ღი­მის).

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

იზა 2018-04-10 10:26
ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით აივანი. სოფო, გვიყვარხართ ბორჯომელებს. ულევი სიხარული თქვენს ლამაზ ოჯახს

კომენტარის დამატება