სად შეიძლება ნახოთ მარიამ ვაშაძის ლაქშერი ბინა, ნინო ორდენიძის ეკლექტური სახლი წყნეთში, დუტა სხირტლაძის ფერადი ბინა და ელდარ შენგელაიას „რელიკვიები“?

ჟურნალ „შინ“-ის გაზაფხულის ნომერში დიზიანერების, ხელოვანების, მებაღეების, ხელოსნების ტრადიციულ რჩევებთან ერთად ქართველი სელებრითების სახლებშიც შეგახედებთ.
ალბათ ძნელი წარმოსაგდენია, როგორ უნდა იცხოვრო თბილისის ცენტრში ისე, რომ არ წუხდებოდე ქალაქის მტვრითა და ხმაურით. ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის და მისი მეუღლის ვანო ბენიძის ლაქშერი ბინა სწორედ ამ კრიტერუმებს აკმაყოფილებს, კორპუსის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე სართულები მათ განკარგულებაშია, ლიფტიც მხოლოდ მათთვის მეათე სართულზე, შეიძლება ითქვას რომ მათსავე სახლში ჩერდება. სანახობა კარის შეღებისთანავე იწყება, ბინის თითოეულ სართულს გასნახვევბული დატვირთვა და ფუნქცია აქვს, მეათე სართულზე საცხოვრებლი ფართია,
მეთერთემეტეზე - სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცე სასმელებით სავსე ბარით და მინი კინო-თეატრით, მეცამეტე სართული კი- მთლიანად ღია ვერანდაა, საიდაც თბილისი ხელის გულივით მოსჩანს. ესაა ბინა, სადაც ისე, უბრალოდ არცერთი ნივთი არ დევს, თითოეული დეტალი მეორეს ეხმიანება. თეთრი სამზარულო დიასახლისივით პრინცესულია, შავი სააბზანო კი ელეგანტურობას უსვამს ხაზს, საძინებლები პასტელურ ფერებშია, მისაღებში კი მცენარეებით შეტანილი მწავნე ფერი გასნაკუთრებულ იერს სძენს ინტერიერს. ოქროსფერი, სპილოსძვლისფერი, რუხი , თეთრი - სწორედ ამ ფერებში აქვთ გადაწყვტილი წყვილს საყოფაცხოვრებო ფართი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვანომ და მარიამა ამ სახლში 150 სტუმარს საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებაზე უმასპინძლეს.

მარიამ ვაშაძისგან განსხვავებით, ნინო ორდენიძემ თბილისის ცენტრალური უბანში, კორპუსის ბინაში ცხოვრებას, სუფთა ჰაერზე, კერძო სახლში გადასვლა ამჯობინა. სააგარკო სახლის რემონტი შესალამაზებლად დაიწყეს, მაგრამ ისე შეყვნენ ამ პროცესს, ყველაფერი ძირ-ფესვიანად გააკეთეს და ოჯახით საცხოვრებლად წყნეთში გადაბარგდნენ. ორ სართულიანი სახლის ქვედა ე.წ. ნულ სართულზე, ოჯახის უფროსი რეზიდენციას იწყობს - მარანს აკეთებს. პირველ სართულზე მისაღები, კაბინეტი, სამზარეულო და ტერასებია განლაგებული. სახლი სადა მინიმალისტურ სტილშია გაკეთებული, თუმცა ძველებური, ნივთები მის ეკლექტურობას უსვამს ხაზს. როგორც აღმოჩნდა დიასახლისს ანტიკვარული ავეჯი უყვარს. ზოგი რამ ბებიისგან აქვს შემორჩენილი, რაც ძალან მოსწონდა თბილისიდან წამოიღო, ნაწილს კი თავად ყიდულობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვარდის ხის კარადა, ნაპოლეონის ზარი და რამდენიმე საუკუნის სამუშაო მაგიდა. ბუხრის გვერდით ლამაზი, გრძელი, შიდა კიბეა, რომლითაც მეორე სართულზე მოხვდებით. იქ რამდენიმე საძინებელი და ასევე დიდი მისაღებია განთავსებული. ნინოს ეზო ჯერ გასამწვანებელი აქვს, სამაგიეროდ, დასრულებულია აუზი და ზაფხულის ცხელ დღეებს „ელოდება“.


აი, დუტა სხირტლაძის და დიზაინერ-იუველირ მარინა ნაცვლიშვილის, თბილისურ სახლში შესვლისას, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ხელოვანი ადამიანების საცხოვრებელია. ბინის მოწყობასა და დიზაინზე ქალბატონმა მარინამ იზრუნა. ინტერიერი განსხვავებული, ფერადი და მიმზიდველია, ყურადღებას იქცევს ის ორიგინალური ნივთები, რომელიც ოჯახის დიასახლისის ავტორობითაა შექმნილი. ყველა კუთხეში შეხვდებით ფერად სანათებს, ანგელოზებს, ჩიტებს, რაც ქალბატონი მარინას საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლოა. „მიყვარს როცა ბევრი ნივთია სახლში, ისინი მხოლოდ უსიცოცხლო საგნები არ არის , თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს“ - აღნიშნა ქალბატონმა მარინამ. მიუხედავად იმისა, რომ დუტა ძირითად საკითხებში მეუღლეს ეთანხმება, უპირატესობას უფრო პრაქტიკულ საგნებს ანიჭებს, ვიდრე ესთეტიკურს, ანტიკვარული ნივთები კი ოჯახს მარინას დედისგან აქვს შემორჩენილი.

ელდარ შენგელაიას სახლში ჟურნალისტების სტუმრობა მარტივი საქმე არაა.. თავად რეჟისორი იმხელა ისტორიის მატარებელი ბუმბერაზი ადამიანია, რომ ძნელი წარმოსაგდენი არ უნდა იყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან ამბებს გვიზიარებს ჟურნალის ფურცლებიდან. ბატონი ელდარი დაალხოებით 15 წელია ვაკეში ცხოვრობს. დერეფანში გამოფენილ აფიშებსა და ფოტოებზე მისი ტრიუმფალური შემოქმედების ამსახველი სხვადასხვა კადრია ასახული. ინტერვიუს კითხვისას მკითველი ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლის იმ გზას, რაც გენიალურმა „ცისფერმა მთებმა “ გაიარა ეკრანზე გამოსვლამდე. ელდარ შენეგელაიასა და მისი ოჯახის რელიკვიების დიდი ნაწილი ხელოვნების სასახლესა და გურჯაანში სახლ-მუზეუმებში ინახება. შემორჩენილ ნივთებს შორის ყველაზე ძვირფასი მაინც ისინია, რაც დედასთან - ნატო ვაჩნაძესთანაა დაკავშირებული. ცნობილი „გრენლადნია“, „შერეკილების“ ხომალდის მინიატურა, ნატო ვაჩნაძის კოლაჟი ფარაჯანავის ავტორობით, თემიკო ჩირგაძის ნაჩუქარი ხანჯალი , „სავარძლის“ მთავარი მოქმედი გმირი თავად სავარძელი, თაზო ხუციშვილის მიერ შექმნილი ბატონი ელდარის გარდაცვლილი ქალიშვილის პორტრეტი - ეს დიდი რეჟისორის სამახსოვრო რელიკვიების არასრული ჩამონათვალია.

ამ ყველაფერს ვრცლად, საინტერესო ინტერვიუებით და ბევრი ფოტოთი, იხილავთ ჟურნალ „შინ“-ის გაზაფხულის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება.

ციცი ომანიძე




კომენტარები

lela 2019-04-30 09:23
ჟურნალისტებს ქართული არ ეკერკებათ და რა ქნან
ლეო 2019-04-30 01:19
ფუფუნება ბინა რას ნიშნავ???
მაკა 2019-04-28 19:07
ლაქშერი იგივე Luxury ნიშნავს ფუფუნებას, ნუ გვაკვირვებთ ინგლისური ენის ცოდნით, და რაც მთავარია ნუ ამახინჯებთ ქართულ ენას
ebraeli 2019-04-28 13:41
ebraelebi xmarobdnen sityva qashers da ara lasqshers\qasheri nishnavs suftas\
ბებილო 2019-04-25 21:58
იქნებ ქართულ ენაზე განმარტოთ რას ნიშნავს "ლაქშური" ან "ეკლექტური"

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები