როგორ სახლში ცხოვრობს დიანა ღურწკაია

ახალი დიზაინერული შტრიხები, ულტრათანამედროვე და ცოტა უცნაური აქსესუარები - ეს ყველაფერი მისთვის უცხოა. დიანა ღურწკაიასთვის მთავარია, რომ მის სახლში სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე.

- ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ძალიან მიყვარს, გასტროლების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარ სახლში ვახერხებ, გავაღებ თუ არა კარს და შევიგრძნობ თუ არა ჩემი სახლის სურნელს, თავს უზომოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.


ძალიან მიყვარს სტუმრების გამასპინძლება. რომ არ მოვიწყინოთ ხოლმე, ხშირად ვმღერი. საკუთარ თავს აკომპანემენტს თავად ვუკეთებ ფორტეპიანოზე, იშვიათად ცოტ-ცოტას გიტარაზეც ვუკრავ ხოლმე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძირითადად საკუთარ

რეპერტუარს ვასრულებ, კონცერტზე ხომ არ ვართ. მიყვარს სხვა შემსრულებლების სიმღერების შესრულება, ასევე ხალხური სიმღერები.


ძველი-ახალი სახლი ძველ არბატზე
დიანა ღურწკაია მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე ცხოვრობს. გარედან გეგონებათ, რომ სახლი ძალიან ძველია, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით სტუმრობის დროს. ირგვლივ საოცარი სისუფთავეა.
ამ ადგილზე ძველებური სახლი იყო. როდესაც მისი რესტავრირებ გადაწყვიტეს, მიხვდნენ, რომ შიგნით აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეეცვალათ, ძველი სახლის დანგრევა და მისი იდენტურის, ახლის აშენება ბევრად იაფი დაჯდებოდა.
დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. მისი გარემონტება დროში საკმაოდ გაიწელა. ერთდოულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.


ყველაზე დიდ ოთახში, მისაღებში, დიდი ოჯახის კინოთეატრია. მის ყურებას მხოლოდ მომღერლის ოჯახის წევრები ახერხებენ, თავად დიანა კი მხოლოდ მოსმენით კმაყოფილდება.

სახლში ბევრი სივრცეა დატოვებული დიანას ბავშვისთვის, რომ თავისუფლად გაერთოს, ითამაშოს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. 

მისი ინტერესები სხვა ოთახების მოწყობის დროსაც გაითვალისწინეს.


დიზაინი - პიკასო, ლილიები და თეთრი ვარდები
ბინა ისეთი სიზუსტით არის დაპროექტებული, რომ გაოცებული დარჩებით.
- სახლის მოწყობაში დიზაინერები დამეხმარნენ. მე უბრალოდ ვაჟღერებდი, რა და როგორ მინდოდა, მათ კი ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მოჰყავდათ. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, სახლი ავეჯით არ გადაეტვირთათ, ყველაფერი რაც შეიძლება სადად გაეკეთებინათ. მე მაინც მინიმალიზმის მიმდევარი ვარ, მიყვარს ბევრი თავისუფალი სივრცე.


დიანას სახლში ყველაზე მეტად თავლში საცემი მისი უზარმაზარი, ხელით ნაქსოვი სპარსული ხალიჩაა. ის სპეციალურად შეუკვეთეს ყველაზე სახელოვან ხელოსნებს, ფოტოებს მოსკოვიდან უგზავნიდნენ და ასევე ირჩევდნენ ფერებსა და ფაქტურას. ხალიჩა პიკასოს შემოქმედების მოტივების მიხედვით არის შექმნილი. 

 

- ამ ხალიჩის მოქსოვას ნახევარი წელი დასჭირდა. სამაგიეროდ, - ამბობს დიანა, - აშკარად შევიგრძნობ ამ ხალიჩაზე მომუშავე ადამიანების ხელების სითბოს და ენერგეტიკას.


ჩემი ოჯახის მთავარი სიამაყე კი ჩემი მცენარეებია. ვგიჟდები ლილიებზე, მათ სურნელზე, მიყვარს ოთახებში ბოდიალი და მათი არომატის შეგრძნება. ეს ვარდებია, ისეთი სუნი აქვთ, აშკარად თეთრი ფერის არის, - გვესაუბრება დიასახლისი. ყველაზე კომფორტულად თავს სამზარეულოში ვგრძნობ. ვგიჟდები აქ ყოფნაზე. 

- თავად ამზადებთ ხოლმე რამეს?
- რა თქმა უნდა, ვამზადებ ხოლმე საჭმელებს. ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს და ვცდილობ, თუ ამის დრო მაქვს, ამ სიამოვნებაზე უარი არ ვთქვა, თუმცა, გითხრათ სიმართლე, ამას ნაკლებად ვახერხებ ხოლმე. ძირითადად ოჯახის წევრები მანებივრებენ.
ახლახან ვარენიკების გაკეთება ვისწავლე და მშვენივრად გამომივიდა, აღმოჩნდა, რომ ცომთან ურთიერთობა მშვენივრად გამომდის. არ მეგონა, რადგან ძალიან პატარა ხელები მაქვს.

- ე.ი. თავისუფლად შეგიძლიათ, სტუმრებს საკუთარი ნახელავი ვარენიკებით გაუმასპინძლდეთ.
- არა, არა, ვარენიკების გაკეთებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, სტუმრები კი ძალიან ხშირად მსტუმრობენ და მათ ჩემი საფირომო ყავით ვუმასპინძლდები. ვგიჟდები ყავაზე, მასზე უარს ვერასდროს ვამბობ და შესაბამისად, მოდუღებაც გამომდის. თურქული წესით ვადუღებ, არასდროს ვიყენებ ელექტრომადუღარას. ასე რომ, როცა გინდა მეწვიეთ, გემრიელი ყავით ნებისმიერ დროს გაგიმასპინძლდებით.

კომპიუტერთან სამუშაოდ და დასასვენებლად დიანას ასევე მოსწონს აივანი, რომელიც საყვარელი მცენარეებით აქვს მორთული.

კომენტარები

ნინო 2023-05-26 13:53
ძალიან გულუ დამწყდა,ვიზიარებ თქვენს დიდ ტრაგედიას.
თამუნა 2023-05-23 09:43
ბედნიერებას გისურვებთ....გული მტკივა ...ამ გოგომ დაკარგა თვალის ჩინი...უმაგრესი ადამიანი .
რუსუდანი თოფურია 2021-08-27 11:04
იხარეთ მუდამ.ნამდვილად გამორჩეულო და საყვარელო.
Нана 2017-07-21 15:18
Бедниери икави диана шенс ламаз кмаршвилтан ертад мале агехилос твали ром квелаферс натлал хедавде уфлис цкалобит амин.
Sofi 2016-06-18 09:23
Sayvarelia dzalian, nazi, tbili da ragacnairad satno.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები