ფუფუნება თუ უგემოვნება - ვალერი ლეონტიევის სკანდალური სახლი

რუსული ესტრადის ცნობილი მომღერლის, ვალერი ლეონტიევის ეს სახლი განსაკუთრებით განთქმულია. ლეოპარდების ტყავებში ჩაფლული ბინა მოსკოვის ცენტრშია, მრავალსართულიან კორპუსში. ინტერიერი, მისი თქმით, მეფურია. თუმცა ეს ინტერიერი წლების განმავლობაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას - ფუფუნებაა ეს მართლა თუ უგემოვნება. 


რასაკვირველია, ბინაში ყველაფერი ნატურალურია - ხეც, ტყავიც, აქსესუარებიც და ნახატებიც ორიგინალებია. 






ამ ბინის გარდა ლეონტიევს კიდევ აქვს სახლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ცნობილი არის ვილა მაიამიში და ესპანეთში. თუმცა იქ ისეთი ინტერიერია, სხვა მსგავსი ვილების ინტერიერებისგან რომ დიდად არ გამოირჩევა. 

კომენტარები

ტოტო 2020-10-27 10:10
წმინდა გაგას-გემოვნებაზე არ დავობენ,მაგრამ ეს ბინა უფრო ცხოველების ტყავებით სავსე ვოლიერს ჰგავს.
მიხო 2020-10-26 20:04
,,ფიროსმანის ჟირაფი" ჰკიდია კედელზე თუ სხვა ნახატია?
წმინდა გაგა 2020-10-26 15:55
ძალიან ლამაზი სახლია დახვეწილი და გემოვნებიტ გაწყობილი. როგორც სტატიაში წერია ყველაფერი ნატურალური და ბუნებრივიაო მაგრამ მეტლახი და გიფსოკარდონი რომ მოწონს ის ხალხი ვერ გაიგებთ.
მალხაზი 2020-10-25 23:39
ტიპიური რუსი და მისი გემოვნება!
ტოტო 2020-10-25 22:31
მისი ბრალი არ არის, მომღერალს რაც მაყურებელი ყავს თვითონაც ის არის.რუსეთის მაყურებლების დიდი ნაწილი ამ კაცის თაყვანისმცემელია,ხოდა თქვენ სახლი გაგიკვირდათ ?
ჩვენთან რა ნაკლებია-ტანაი-ტანაი -ტანაი...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები