2 სახლი და 4 ბინა სამ სხვადასხვა ქვეყანაში: სად და როგორ ცხოვრობენ ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილმა საკმაოდ სოლიდურ თანხად ახალი სახლი შეიძინა, თუმცა ეს ახალი ბინა პროდიუსერის ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება როდია.
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე 2015 წელს დაქორწინდნენ.

დროის ამ მონაკვეთში წყვილმა შთამბეჭდავი უძრავი ქონება შეიძინა - იტალიაში, მოსკოვში, კიევში...

გამომდინარე იქიდან, რომ წყვილს ცხოვრება სამ ქვეყანაში უწევს (იტალია, რუსეთი და უკრაინა), გადაწყვიტეს, ამ სამივე ქვეყანაში საკუთარი საცხოვრებელო ჰქონოდათ, რაც მათთვის ბევრად კომფორტული იქნებოდა.

კონსტანტინე მელაძის საკუთრებაში არის 6 ბინა და ერთი დიდი სახლი. ყველა უძრავი ქონების საერთო
ფასი 5 მილიარდი დოლარია. ყველაზე ძვირად ღირებული კიევის ცენტრში ნაყიდი ბინაა, რომელშიც ვარსკვლავმა 1 მილიონი დოლარი გადაიხადა.

თავად ვერა ბრეჟნევას კუთვნილებაში არსებული ორი სახლი 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 80 კვადრატული მეტრის ფართის პენტჰაუსში მან 350 000 დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება წყვილის აგარაკს, აქ ადრე სათევზაო ადგილი იყო, ახლა კი შესანიშნავი სამსართულიანი სახლი იწონებს თავს ბუხრითა და ხმის ჩამწერი სტუდიით. ეზოში კი აქვთ საკუთარი ბაღი, ჩოგბურთის კორტი და იახტების სადგომიც კი.

თუმცა, როგორც ჩანს, წყვილს ყველაზე მეტად იტალიაში, ფორტე-დეი-მარმიში მდებარე სახლი უყვარს. ვერა ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს იტალიური ენა, რათა თავისუფლად ეკონტაქტოს იქაურ მეზობლებსა თუ მეგობრებს.

კომენტარები

ტოტო 2021-11-01 19:23
ძალიან ნიჭიერები არიან.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.
დიმიტრი 2021-10-31 11:31
ნუ მაიც ალბათ არა 5 მილიარდი,არამედ 5 მილიონი(აბა ისე ჩვენ ქველმოქმედ მილიარდერზე მეტი ხომ არ ექნება?)

კომენტარის დამატება