უბრალო ბინა ჩვეულებრივ კორპუსში და სოფლის სახლი - ანგელა მერკელის მოკრძალებული ქონება და ცხოვრების წესი



მრავალბინიანი სახლი, რომელშიც წლებია ანგელა მერკელი ცხოვრობს, მდინარე შპრეეს სანაპიროზე მდებარეობს. გაგიკვირდებათ და არც გალავანი აქვს და არც მავთულხლართები. ცნობილი პოლიტიკოსის მეზობლები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მახლობლად უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია. უსაფრთხოების მიზნით სახლთან მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი დგას.


ანგელა მერკელის ბინა მე-4 სართულზე მდებარეობს. ამ ბინაში მეუღლესთან ერთად ჯერ კიდევ კანცლერობამდე დასახლდა. მან უარი განაცხადა სამსახურებრივ რეზიდენციაში საცხოვრებლად გადასვლაზე, რითიც თანამემამულეების პატივისცემა დაიმსახურა.


სახლის ლოკაციის დადგენა gგუგლის მეშვეობითაც მარტივადაა შესაძლებელი, მართალია, უსაფრთხოების სამსახურმა შესთავაზა ამ მონაცემის დაფარვა, თუმცა ანგელამ უარი განაცხადა,
ხალხმა ისედაც კარგად იცის სად ვცხოვრობო. ანგელა მერკლეს აგარაკიც აქვს, თუმცა არც ეს უკანასკნელი ჰგავს ცნობილი პოლიტოკოსების ვილებს. ეს სახლიც მდებარეობს არა ელიტურ დასახლებაში, არამედ ერთ პატარა სოფელში ბერლინიდან რამდენიმე სათის სავალ გზაზე.
სწორედ ამ სახლში გაატარა ბავშვობა ანგელა მერკელმა. დღესდღეობითაც, გამოუჩნდება თუ არა თავისუფალი დრო, დასასვენებლად სწორედ იქ მიაშურებს ხოლმე, აქ მას აქვს პატარა ბაღი, სადაც ყვავილებს და მცენარეებს თავად უვლის.
ბევრ ადამინს უკვირს, რატომ ცხოვრობს ანგელ მერკელი ასე მოკრძალებულად, როდესაც მისის საშუაო შემოსავალი 300 ათასი ევროა, რატომ არ აქვს სასახლეები და უძრავი ქონება ელიტურ დასახლებებში, თუმცა ეს დღემდე ყველასთვის გამოცანად რჩება, ფაქტი კი ის არის, რომ გერმანელი ხალხი ამაყობს თავიანთი კანცლერით, მისი მოკრძალებული ცხოვრების წესით.

კომენტარები

TAMAZI 2022-03-29 12:18
ise, mag korpusshi qartvelsac ucxovria.... aivani aqvs mishenebuli
******* 2022-03-23 23:10
პუტინის დაქალი გაიძვერა ადამიანი. გადამალული აქვს ყველაფერი. საქმეები ქინდა დაუმტავრებელი და ოფისი გაუხსნეს, ნეტავ დაამტავრა?
gg 2022-03-23 11:52
კარგი_ადამიანი.ეს_ყველანაირ_სასახლეს_აღემატება.
შენ დაუკარ 2022-02-27 00:07
სულში მიაკვდა ძაღლი რუსების გაბლატავებისათვის!
ბელა 2022-02-26 17:47
ამ კომენტარებიდან ჩანს როგორ აზროვნებს ნაწილი საზგადოებისა, ხელისუფლებაში მყოფი პირველი პირების საქმიანობა ხშირად დაფასებული არ არის, მერკერს მარტო იმიტომ ეკუთვნის მადლობა რომ მან არა ერათხელ ააცილა მსოფლიოს ის უბედურება რაც ეხლა უკრაინაში ხდება, ეს მართლაც ასეა და ამას ისტორია იტყვის....

კომენტარის დამატება