დალი ჩიტალაძის სახლი ვერაზე - მოდერნი, რომაულ-ეგვიპტური შტრიხებით

ბევ­რის­თ­ვის ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი და­ლი ჩი­ტა­ლა­ძე ვე­რა­ზე, სას­ტუმ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკან ცხოვ­რობს. მოს­წონს ეს უბა­ნი და ფიქ­რობს, რომ ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბი ქა­ლაქს ხიბლს და სიძ­ვე­ლეს უკარ­გავს. ბი­ნა შე­რე­ულ სტილ­ში აქვს მოწყო­ბი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ცაა და კლა­სი­კუ­რიც, რო­მა­ულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი შტრი­ხე­ბით.

- თე­ბერ­ვალ­ში 12 წე­ლი გახ­და, რაც ამ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რე­მონ­ტიც და­ახ­ლო­ე­ბით ამ ხნი­საა. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე რომ შე­ვუღ­ლდ­ლით და ბი­ნის შე­ძე­ნა გვინ­დო­და, ამ ად­გილ­მა, უფ­რო სწო­რად კი ხე­დებ­მა, მი­იქ­ცი­ეს ჩე­მი ყუ­რადღე­ბა. ზო­გა­დად, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია სივ­რ­ცე და სიმ­ყუდ­რო­ვე. ვთვლი, რომ ოჯახ­ში სიმ­ყუდ­რო­ვეს დი­ა­სახ­ლი­სი

ქმნის, ქალ­ზეა ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მი­სი აურა სახ­ლ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემ­თან მოს­ვ­ლა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ერ­თოდ არ დაგ­პა­ტი­ჟებს სახ­ლ­ში, მე კი პი­რი­ქით ვარ, მიყ­ვარს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, სუფ­რის გაშ­ლა.

რო­ცა სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, ოთა­ხებს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წყო­ბა ჰქონ­და, ავიყ­ვა­ნე ძა­ლი­ან კარ­გი არ­ქი­ტექ­ტო­რი პა­ა­ტა ქურ­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­მეხ­მა­რა ჩე­მი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. სულ კა­მათ­ში გა­ვა­ტა­რეთ ის პე­რი­ო­დი, მე ვამ­ბობ­დი - ასე მინ­და, ის მიხ­ს­ნი­და, ვერ გა­ა­კე­თებ მა­სე, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბაო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვთან­ხ­მ­დე­ბო­დით, ბევრ რა­მე­ში ვუ­ჯე­რებ­დი და ისიც მი­ჯე­რებ­და.


სტი­ლი, რო­მელ­შიც სახ­ლია მოწყო­ბი­ლი, მთლად კლა­სი­კუ­რი არაა, უფ­რო მო­დერნ-არ­ტია, თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან შერ­წყ­მუ­ლი რო­მა­ულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი გავ­ლე­ნა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

- ყო­ველ­თ­ვის მომ­წონს სტი­ლის შე­რე­ვა და ეს ინ­ტე­რი­ერ­ზეც აისა­ხე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, მი­სა­ღე­ბის კე­დე­ლი, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზო­რი კი­დია, ეგ­ვიპ­ტურ სტილ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი. მის მო­პირ­და­პი­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის სა­მე­უ­ლი დგას, რო­მე­ლიც უკ­ვე შე­საც­ვ­ლე­ლი მაქვს. ეს ტე­ლე­ვი­ზო­რი რომ ვი­ყი­დე, მა­შინ პლაზ­მუ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო, ამი­ტომ დღეს უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ამ­ჯე­რად ოვა­ლურ ტე­ლე­ვი­ზორ­ზე შე­ვა­ჩე­რებ ალ­ბათ არ­ჩე­ვანს. რა­საც არ გა­მოვ­ც­ვ­ლი, ესაა ბუ­ხა­რი, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი... ზამ­თარ­ში, რო­ცა შე­შა მაქვს, ყო­ველ­თ­ვის მინ­თია, თან ზე­და ნა­წი­ლი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე აქვს, ქვე­მოთ რომ ცეცხლს აან­თებ, ზე­მოთ ალი მო­ჩანს და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

ბუ­ხარ­ზე უამ­რა­ვი ფო­ტოა მო­თავ­სე­ბუ­ლი...

- სა­ერ­თოდ, ვგიჟ­დე­ბი ფო­ტო­ებ­ზე და ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. არ ვარ ან­ტიკ­ვა­რე­ბის შემ­გ­რო­ვე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს ახა­ლი, რად­გან მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი აურა მოჰ­ყ­ვე­ბა და ვი­ღა­ცის ნივთი რა­ტომ უნ­და შე­ვი­ძი­ნო, ვერ ვი­გებ.

ოთა­ხის ფე­რე­ბი, იატა­კი და ყვე­ლა დე­ტა­ლი ჩემ­თან შე­თან­ხ­მე­ბით გა­კეთ­და. მხო­ლოდ სა­ძი­ნე­ბელ­სა და კა­ბი­ნეტ­ში მაქვს პარ­კე­ტი, სხვაგან ყველ­გან გრა­ნი­ტია და გათ­ბო­ბაც მის ქვეშაა გაყ­ვა­ნი­ლი.

უკ­ვე ვფიქ­რობ, რომ რე­მონ­ტი ხე­ლახ­ლაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. თუ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, 10 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უნ­და გა­ნა­ახ­ლოს ინ­ტე­რი­ე­რი. მა­შინ მო­და­ში იყო მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი შე­კი­დუ­ლი ჭე­რი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ამე­რი­კა­ში ასე­თი ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და ნა­ნა­ხი, არ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მაგ­რამ აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, მითხ­რეს, ტრენ­დიაო. რომ გითხ­რა, გა­და­ვი­რიე, ისე მო­მე­წო­ნა-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებ, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხ­მ­დი. დღეს კი უკ­ვე მა­ღი­ზი­ა­ნებს, ჩა­მო­სა­ღე­ბია. კლა­სი­კუ­რი, ფრან­გუ­ლი სტი­ლის ე.წ. კარ­ნი­ზე­ბი­ა­ნი ჭე­რის გა­კე­თე­ბა მინ­და. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ჭე­რი 30 სმ-ითაა და­დაბ­ლე­ბუ­ლი, ეს დო­ნე­ე­ბი თა­ბა­შირ-მუ­ყა­ო­თია გა­კე­თე­ბუ­ლი. ამას რომ ჩა­მოვ­შ­ლი, სულ სხვა­ნა­ი­რად აღიქ­მე­ბა სივ­რ­ცე. კარ-ფან­ჯ­რის გა­მოც­ვ­ლასაც ვაპირებ, ეს თეთ­რი ფე­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ს მა­გო­ნებს. ძა­ლი­ან მომ­წონს მე­ტა­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი ფან­ჯ­რე­ბი. 12 წლის წინ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ამ­ხე­ლა არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, რაც დღეს გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ რა­ღა­ცას შევ­ც­ვ­ლი.



ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რა მომ­წონს, იცი, ამ სახ­ლ­ში? მი­სა­ღებ­ში ფან­ჯა­რას­თან რომ დად­გე­ბი, მი­ნის კა­რის მიღ­მა ხე­დავ სამ­ზა­რე­უ­ლოს ხედ­საც. ანუ, თუ მი­სა­ღე­ბის ფან­ჯ­რი­დან ჩანს მთაწ­მინ­და, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, ან­ძა, მე­ო­რე მხრი­დან თბი­ლი­სის გულს გა­დაჰ­ყუ­რებს ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბი, ამის და­ნახ­ვა კი სახ­ლის ერ­თი წერ­ტი­ლი­დან გამ­ჭო­ლი კა­რის მეშ­ვე­ო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვი­ღა­ცამ მითხ­რა, რომ სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თ­ვე­ლოს" თავ­ზე კი­დევ უნ­და და­ა­შე­ნო­ნო, რა­მაც პა­ნი­კა­ში ჩა­მაგ­დო. ეს ბი­ნა იმი­ტომ ვი­ყი­დე, რომ ლა­მა­ზი ხე­დი მქონ­და და ახ­ლა რომ ეს ხე­დი და­მი­კარ­გონ, გა­და­ვი­რე­ვი, უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ (ი­ღი­მის). იმ მი­ზე­ზით, რომ სივ­რ­ცე და გამ­ჭო­ლი ხე­დი არ და­მე­კარ­გა, არ გა­ვა­კე­თე ე.წ. ყრუ კა­რი და არ­ჩე­ვა­ნი მი­ნის კა­რ­ზე შე­ვა­ჩე­რე, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია, სულ წმენ­და უნ­და.

მი­სა­ღებ­ში ფან­ჯა­რას­თან კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­ვარ­ძ­ლებ­თან ერ­თად ძა­ლი­ან დი­დი ჩი­ნუ­რი ვარ­დის ხე დგას.

- ეს ჩი­ნუ­რი ვარ­დი 8 წლი­საა, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყი­დე, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა გა­ი­ზარ­და. სულ ყვა­ვის, ახ­ლაც, ამ სე­ზონ­ზეც. ერ­თი პე­რი­ო­დი შეწყ­ვი­ტა ყვა­ვი­ლო­ბა და და­ვე­მუქ­რე, თუ არ მო­ის­ხამ ყვა­ვილს, მოგ­ჭ­რი და გა­და­გაგ­დებ-მეთ­ქი და იმის მე­რე სულ ყვა­ვის. მას­წავ­ლეს, და­ე­მუქ­რეო და მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა.. ისე­დაც სულ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.



ჰოლ­ში შეს­ვ­ლი­სას პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ვ­ხ­ვ­და, სარ­კე­ე­ბი­ა­ნი ბო­ძი იყო..

- ამ ბო­ძის გა­ყო­ლე­ბა­ზე იყო კე­დე­ლი, მონ­გ­რე­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ საყ­რ­დე­ნი აღ­მოჩ­ნ­და. ამი­ტომ პა­ა­ტამ, ჩვენ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა მო­ი­ფიქ­რა - სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, და­ვან­გ­რი­ეთ კე­დე­ლი, დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი კი სარ­კე­ე­ბით შევ­ფუ­თეთ და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­ვი­და. სარ­კე ქმნის სივ­რ­ცეს, რაც მე ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ჰო­ლი­დან სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ, რო­მელ­საც აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი და ე.წ. სა­გარ­დე­რო­ბო ახ­ლავს. ოთახ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ვერ­სა­ჩეს სა­ძი­ნე­ბე­ლი შევ­ნიშ­ნეთ.

- ეს სა­ძი­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ვი­ყი­დე. მე უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე მინ­დო­და, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს მო­ე­წო­ნა და აღარ შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი იყო, მქო­ნო­და ჩე­მი აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი და სა­გარ­დე­რო­ბო. ფარ­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბაც მომეცა, გა­ვა­კე­თე.

სა­ძი­ნებ­ლი­სა და სა­გარ­დე­რო­ბოს კე­დელ­ში გა­კე­თე­ბუ­ლია მი­ნის ვიტ­რა­ჟი, კლიმ­ტის ნა­ხა­ტით.



- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ძი­ნე­ბე­ლი და სა­გარ­დე­რო­ბო ერ­თმანე­თის­გან კლიმ­ტის ვიტ­რა­ჟით გა­მოვ­ყა­ვი.

შემ­დეგ სამ­ზა­რე­უ­ლოს ვეწ­ვი­ეთ. აქაც, ისე­ვე რო­გორც მთელ სახ­ლ­ში, სივ­რ­ცე იგ­რ­ძ­ნო­ბა. სა­სა­დი­ლო ცალ­კეა მოწყო­ბი­ლი, სამ­ზა­დი­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კუთხე - ცალ­კე... მი­ნის კედ­ლი­დან კი არაჩ­ვე­ულებ­რი­ვი ხე­დი იშ­ლე­ბა.

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყოფ­ნა, მე­გობ­რე­ბის აქ მი­ღე­ბა და ჭო­რა­ო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თან ისე მაქვს მოწყო­ბი­ლი, რომ შე­მიძ­ლია ერ­თ­დ­რო­უ­ლად კერ­ძიც ვა­კე­თო და ჩემს სტუ­მარ­თა­ნაც ვი­ჭო­რაო. მიყ­ვარს ცხო­ბა, კე­თე­ბა, სტუმ­რის მი­ღე­ბა და გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა. სამ­ზა­რე­უ­ლო - ეს ჩე­მი სამ­ფ­ლო­ბე­ლოა.

სამ­ზა­რე­უ­ლოს გვერ­დით, ჰოლ­ში, სტუმ­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი აბა­ზა­ნაა. გან­ს­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის ონ­კან­მა მი­იპყ­რო. ამ და სხვა ნივთების ფოტოები ქალბატონი დალის სახლიდან, ასევე ბევრი სხვა საინტერესო სტატია და ცნობილი ადამიანების სახლები, შეგიძლიათ, ჟურნალ "შინის" გაზაფხულის ნომერში იხილოთ. 

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

ლიზა 2018-09-11 11:23
უსასრულოდ უგემოვნო ქალია, ჩაცმაშიც და სახლი ხომსაერთოდ, რანაირად გახდა მოდის კრიტიკოსი არ ვიცი))))
Iza 2018-09-10 23:34
Shegircxves gemovneba))saxlia tu muzeumi))
mdaa 2018-06-26 20:37
ჩაცმა მართლა იცის, მაგრამ სახლი არის სრული დებილობა. რა ვიცი აქ აურა არ იგრძნობა, იქნებ რომ დამპატიჟოს მერე სხვანაირად ვიფიქრო და ვინანო რაც ვთქვი, მაგრამ გემოვნების ნატამალი არ იგრძნობა.
magda 2018-04-02 21:14
shedit utubshi da naxet axali remontebi da avejebi da mere ityvit rom es ukve dzalian modzvelebuli aveji da remontia
maka 2018-04-02 21:11
lamazia ki bina, magram,exla absoliturad sul sxvanairi remontebia modashida aveji sxva stilebia modashi, lofti, minimalizmi da bevri kidev sxva.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები