როგორ გამოიყურება ფროგმორის კოტეჯი, რომელიც მეგან მერკლს აჩუქეს და რომელში ცხოვრებაც მან არ მოისურვა

15 სექტემბერს პრინც ჰარის 38 წელი შეუსრულდა. თუმცა, როგორც იცით, სამეფო ოჯახი გლოვობს და წელს პრინცი დაბადების დღეს ვერ და არ აღნიშნავს. სასექსები ამჟამად ლონდონში იმყოფებიან, თუმცა წინა ვიზიტის დროს ისინი სწორედ ფროგმორში გაჩერდნენ, თავიანთ ოფიციალურ რეზიდენციაში.

ფროგმორ ჰაუსის მამული ბრიტანეთის სამეფოს XVII საუკუნიდან ეკუთვნის. ეს კოტეჯი დედოფალმა შარლოტამ ააშენებინა დასასვენებლად და ნათესავებთან შესახვედრად.


მამული უინძორის სასახლის მახლობლად მდებარეობს. მთავარი სახლი 1680 წელს აშენდა არქიტექტორ ჰიუ მეემის მიერ და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს, ბერკშირის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილად ითვლება. უჩვეულო სახელწოდება ფროგმორმა, არც
მეტი, არც ნაკლები, ბაყაყების გამო მიიღო, რომელიც ადგილობრივ ჭაობში უხვად ბინადრობდა. დედოფალი ვიქტორია ვერ იტანდა ბაყაყებს, თუმცა სწორედ ამ ადგილას დაკრძალა თავისი მეუღლე, ალბერტი და მოგვიანებით თავადაც აქ დაასაფლავეს.

1980 წელს სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა, თუმცა ეცადნენ, რომ სახლის ძველი იერ-სახე შეენარჩუნებინათ. 1997 წელს, მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციიდან გამოიყვანეს სამეფო ხომალდი "ბრიტანეთი", ხომალდის ინვენტარის ნაწილი სწორედ ამ სახლში გადმოიტანეს, მათ შორის წითელი ხის მაგიდა.

ამჟამად რეზიდენცია სამეფო ოჯახის მიერ წვეულების გასამართად გამოიყენება ხოლმე. ჰარის და მეგანის ნიშნობა სწორედ აქ გაიმართა 2018 წელს, თუმცა წყვილს ამ სახლში არ უცხოვრია, ისინი ფროგმორის მახლობლად კოტეჯში დაბინავდნენ.

სახლში შესახლებამდე წყვილმა ის სახელმწიფო ხაზინის თანხით გაარემონტა, და 2,4 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. ახლა ეს 5 დამოუკიდებელი კი არა, ერთი მთლიანი შენობაა ათი საძინებლით, ერთი დიდი სათამაშო ოთახით, სპორტული დარბაზით, იოგასა და სპა სტუდიით.
აღსანიშნავია, რომ სახლის გასარემონტებლად გამოყენებული იქნა ეკოლოგიურად სუფთა მასალა.

თუმცა როგორც ცნობილია, საბოლოოდ მეგანმა არც სასახლეში და არც ბრიტანეთში ცხოვრება არ ისურვა და ამერიკაში გადაბარგდა ქმართან ერთად.

კომენტარები

რაც მინახავს, 2022-10-07 21:49
ზედა, შავ-თეთრი სურათი ყველაზე კარგია, - ძალიან საყვარლები არიან!.. ისე, რამე რო იყოს, ხომ არ გამიცვლიდნენ ამ სახლს ჩემს 100 კვ.მ. კარგად გარემონტებულ ბინაში, მე-9 სართულზე, დიღომში? (დენი და წყალი სულ გვაქვს).
ტოტო 2022-10-02 18:25
მეგანს მზე უყვარს და ეგ ჩრდილიანი ადგილია.ამიტომ თქვა უარი.

კომენტარის დამატება