ლეოპარდის პრინტები, პომპეზური კიბეები, წითელი ხალიჩები, ბროლის ჭაღები, მარმარილოები და ოქროები - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლის თაუნჰაუსი 26,5 მლნ აშშ დოლარად იყიდება

დონალდ ტრამპის ყოფილის ცოლის, ივანა ტრამპის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვეში მისი სახლი, ნიუ-იორკში მდებარე თაუნჰაუსი გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. სახლის ფასი 26,5 მლნ აშშ დოლარი გახლავთ.



ივანა ტრამპი 2022 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ის ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, მილიონერ დონალდ ტრამპის პირველი ცოლი გახლდათ. გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ქალბატონის შვილებმა: ერიკმა, ივანკამ და დონალდ უმცროსმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტეს. საოცარი თაუნჰაუსი 26,5 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. მემკვიდრეები გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხის თანაბრად გაყოფას გეგმავენ.


ისთ საიდის ზედა ნაწილში მდებარე 1920 წლის ეს
5-სართულიანი სახლი ივანამ 1992 წელს, ქმართან გაშორებისთანავე შეიძინა 2, 5 მლნ. დოლარად. სახლი 30 წლის შემდეგაც ისევე მეფურად გამოიყურება - ლეოპარდის პრინტები, პომპეზური კიბეები, წითელი ხალიჩები, ბროლის ჭაღები, მარმარილოები და ოქროები. ამ სახლში ყველაფერი ბრწყინავს.



ინტერიერი ქალბატონის გემოვნებით გაკეთდა. ეს სახლი ქალბატონ ივანას ძალიან უყვარდა და მოსწონდა. ეს მისი ოცნების სახლი გახლდათ.

თუმცა ტაბლოიდები წერენ, რომ სახლის ფასი ძალიან გადაჭარბებულია, აქ ბევრ რამეს ხელის შევლება სჭირდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები