მაცივარი აბაზანაში, უზარმაზარი გარდერობი და ახდენილი ოცნებები - ქსენია სობჩაკის სახლები და აგარაკი

ქსენია სობჩაკი ბევრისთვის ცნობილი ტელესახეა, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა. ის საუცხოო სახლში ცხოვრობს პრესტიჟულ რაიონში მოსკოვში. მისი თაუნჰაუსი 320 კვ.მ.-ია და სამსართულიანი ბინა მან დედასთან ერთად იყიდა, მაქიმ ვიტორგანთან გაყრის მერე. ამ სახლში ახლა კონსტანტინ ბოგომოლოვთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს.
მის განკარგულებაშია უზარმაზარი საგარდერობო ოთახი, ერთი მხოლოდ ზედა სამოსისთვის, კინოდარბაზი, აბანო, აუზი, რა თქმა უნდა, საძინებლები, სველი წერტილები, სამზარეულო, მისაღები. ბავშვებს, (ერთი საკუთარი შვილი, ხოლო მეორე გერი) საკუთარი ოთახები აქვთ და გარდა ამისა ცალკე სათამაშო სივრცე. აქ კედლები ვარსკვლავებიანი
ცის ფონით არის გაფორმებული.




გერის ოთახს ქსენია მის ყველაზე საყვარელ ოთახად მიიჩნევს და ამბობს, რომ ზუსტად ისეთია, როგორზეც თავად იოცნებებდა.
მთავარ ოთახად კი, ქსენია სობჩაკი, გარდერობის ოთახს მიიჩნევს. ამბობს, რომ ეს არის მისი ახდენილი ოცნება, რაც დაიმსახურა და გამოიმუშავა. აქ ინახება უძვირფასესი და ბრენდული ნივთები, აქსესუარები, ფეხსაცმელი, ჩანთები ტანსაცმელი და ა.შ. ქალბატონი აღიარებს, რომ აღმერთებს ამ ნივთებს და ამ ადგილს, ამბობს, რომ ამ უზარმაზარ საცავში არ არსებობს ნივთი, რომელსაც არ იყენებს. როგორც წესი, არაფერს ყრის, მისთვის ყველა ნივთი ძვირფასია.
რაც შეეხება მის აბაზანას, ის ტერასაზე გადის და კიდევ, აბაზანაში მაცივარიც არის, რომელშიც ინახება სახის ნიღბები, კოსმეტიკა, კრემები და ა.შ.
სახლის კარი თითის ანაბეჭდით იღება. ყველა ოთახს აქვს კამერა. დიასახლისისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ფოტოები ქსენიას მშობლიური სახლიდან, სადაც დაქორწინებამდე ცხოვრობდა.




ეს კი ფოტოები ქსენია სობჩაკის სააგარაკო სახლიდან, ქალაქგარეთ.





კომენტარები

ირაკლი 2023-01-05 10:02
ესეც ერთერთი პუტინთაგანია...აბრა ბიჭოს ახლა ასე აცხოვრებენ ეხლა პუტინის ოპოზიციას... კორუფცია საიდან ამდენი ქონება დიდი ჟურნალისტი ეგეც არ მყავდეს
2022-12-30 12:04
ზოგადად ეს ნაცია კიდევ დიდხანს ჩარჩება ამ უგემოვნებაში,ვის რაში აინტერესებს ოკუპანტი ჯიშის ნაშიერი,რა ქსენიჩკა,რა სობჩაკი...
თამარ 2022-12-29 15:41
ინფორმაციას, რომ აწვდით მკითხველს ხომ შეიძლება იმ გადაცემას ან ბოლომდე უყუროთ ან ათარგმნინოთ ვინმეს და მშობლიურ სახლს, რასაც უწერტ მიხვდებით, რომ სხვისი სახლის ფოტოები აქვს აღებული და უგემოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას. გასაგებია, რომ სობჩაკზე და მის სახლზე ინფორმაცია ქვეყანას არ დააქცევს, მაგრამ თქვენს "პროფესიონალიზმს" მეტად სააშკარაოს ხდის.
z 2022-12-29 12:52
რა ვერ გასცდით ამ კომუნიზმს თქვე საწყლებო. იიი ქსენიზა სობჩაკიიი.ლენინის მავზოლეუმზეც დადეთ რამე რაა ძაან გვაინტერესებს ამ საახალწლოდ ♥️

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები