კარდაშიანის იგუანა, სელმა ჰაიეკის ბუ, მაიკლ ჯეკსონის შიმპანზე... - ვარსკვლავების უჩვეულო შინაური ცხოველები

მოდით ვნახოთ, რომელი ვარსკვლავები ვერ დაკმაყოფილდნენ სტანდარტული შინაური ცხოველებით.
ლომი და ვირი, ჭიანჭველები და ღორი, ირემი და შინპანზე - ყველა იმ ცხოველს ერთად რომ მოვუყაროთ თავი, სხვადასხვა ვარსკვლავს რომ ჰყოლიათ, ერთ საოცარ ველურ ზოოპარკს მივიღებთ.

მაგალითად კიმ კარდაშიანს სახლში უჩვეულო შინაური ცხოველი ჰყავს, საქმე ის გახლავთ, რომ მის უფროს ქალიშვილს, ნორტს, ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა შინაური ობობა. კიმს მწერების ძალიან ეშინია და კომპენსაციის სახით მათ სახლში ობობას ნაცვლად იგუანამ დაიდო ბინა, სახელიც შეურჩიეს, სპიდი, რომელსაც თავისი გარდერობიც აქვს და სამკაულებიც.


ბიონსეს
კი სახლში, არც მეტი, არც ნაკლები, ფუტკრები ჰყავს და არა რამდენიმე ათეული ტერარიუმში, არამედ მთელი ორი ოჯახი. ბიონსე ამბობს, რომ მის შვილებს ალერგია აქვთ, ხოლო თაფლით მასთან გამკლავებაში ეხმარება ბავშვებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც დივამ სახლში ფუტკრების ყოლა გადაწყვიტა. მართალია, ალერგიასთან თაფლით, თავად ალერგიული პროდუქტით ბრძოლა საეჭვოა, მაგრამ ეს ბიონსემ ეტყობა, უკეთ იცის.


სალმა ჰაეკს კი სახლში ბუ ჰყავს. ბუსთან ერთად ჰაეკის რანჩოზე თანაცხოვრობენ კატები, რვა ძაღლი, ოთხი კურდღელი, თევზები, ზღვის გოჭები, ზაზუნა, ინდაურები და ოცამდე ქათამი.





მაიკ ტაისონს კი სახლში ვეფხვი ჰყავდა და ისედაც ძლიერი მოკრივე ამით კიდევ უფრო მატებდა მრისხანე კაცის სახელს.

მხოლოდ ეს როდია უცნაური შინაური ცხოველების ჩამონათვალი. გთავაზობთ საინტერესო კოლაჟს: 







































კომენტარები

მეც მახსოვს 2023-09-19 09:50
მეც მახსოვს ბერბეროვების ოჯახის ტრაგედია. თან ერთი ლომი კი არა რამდენიმე მტაცებელი ჰყავდათ სახლში...
მახსოვს: 2023-09-15 14:22
80-ან წლებში, ბაქოში, ბერბეროვების ოჯახს ჰყავდა ბინაში ლომი. ბავშვები ეთამაშებოდნენ, როგორც შინაურ ცხოველს: ხან ზურგზე შეასხდებოდნენ, ხან კუდზე ჩამოეკონწიალებოდნენ და ისიც დაათრევდა ოთახიდან ოთახში... (საკავშირო ილუსტრირებულ ჟურნალებში ქვეყნდებოდა ფოტო- რეპორეტაჟები). ერთ უბედურ დღეს, როცა ოჯახის უფროსი სამსახურიდან დაბრუნდა, ცოლ-შვილის ნაფლეთებიღა დახვდა სახლში. მორალი: ნუ იყოლიებთ შინ მტაცებლებს! - არავინ იცის, როდის გაახსენდება მხეცს თავისი ნამდვილი ბუნება!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები