ეს სახლი ყველაზე ძვირად ღირებულია რუსეთში და იორდანელი მილიარდერის საკუთრებაა - მდიდრულია, თუმცა უგემოვნო

სინამდვილეში ეს სასახლე უფროა, ვიდრე სახლი, მისი ფართობი, არც მეტი, არც ნაკლები 7 000 კვ.მ-ია და მფლობელმა გადაწყვიტა, 113 მლნ დოლარად გაყიდოს. 
სახლი რუსეთში, მოსკოვში, მილიონერების დასახლებაში, რუბლიოვკაზე მდებარეობს, ე.წ. გრინფილდის რაიონში. სახლის მფლობელი ცნობილი ჰოლდინგის, "სრტოიგაზკონსალტინგის" დამფუძნებელი ზიად მანასირი, რომელიც ფორბსის სიაში შედის. 



ამ სახლის მშენებლობა 10 წლის წინა დაიწყო საკუთარი ოჯახისთვის. 3-სართულიანია. აქ არის ლიფტი მარმარილო, ბუხრები, ხე, კედლებზე ფერწერული ტილოები -ერთი სიტყვით, სახლი მდიდრულია, მაგრამ არც ისე გემოვნებიანი. სტილს შეიძლება ვუწოდოთ ეკლექტიკა - აქ შეხვდებით ინგლისურ კლასიკას, ბაროკოს
დეტალებს, ფსევდოგოთიკას და აღმოსავლურ მოტივებსაც კი.

ყველა სართული სხვადასხვა სტილშია შესრულებული. პირველი სართული - ინგლისურია, მეორე - ფრანგულ-იტალიური, ბოლო, ცოლ-ქმრის კი - ფსევდოგოთიკური. ყველა მასალა, რა თქმა უნდა, უძვირესია და შეკვეთით დამზადებული.
სახლი ალა პუგაჩოვას ცნობილ სახლთან არის ახლოს. აქ ცხოვრობენ მანასირის მეორე ცოლი და 4 შვილი. მათ გარდა მას ორი შვილი ჰყავს პირველ ცოლთან. 
სახლში სამი მისაღებია - მუსიკალური, ტელევიზორის საყურებელი და ბუხართან დასასხდომი. 


















კომენტარები

ნენე 2023-11-29 10:48
სიმდიდრე გამოსჭვივის ამ ულამაზეს სახლიდან, ნეტა ყველას გვქონდეს საშუალება ასეთი სახლის ქონების
ძალიან მოსაწონია და გემოვნებანი
ვახო 2023-11-26 23:22
ამ სახლზე რომ კაცი იტყვის უგემოვნოაო ის ან ბოღმით სკდება ან იდიოტია. მაგათი აზრით ლუვრი, ვერსალი და ერმიტაჟიც უგემოვნო ყოფილა. აბა გიფსკარდონით შეთითხნილი სახლებია გემოვნებიანი ? ვაი თქვენს პატრონს ბოღმიანებო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები