ფანებმა კიმ კარდაშიანის სახლის საშობაო მორთულობას უგემოვნო უწოდეს - აბაზანაც კი ნაძვის ხეებით გააფორმა


კრიტიკა ბიზნესვუმენის მიერ მისი სახლის შესასვლელის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა. კორიდორი საშობაოდ არის გაფორმებული, თუმცა ფანატები მიიჩნევენ, რომ კიმ კარდაშიანს საერთოდ არ აქვს გემოვნება.

ალბათ უხერხულია, როდესაც სოციალურ ქსელებში 60 მლნ დოლარად შეფასებული სახლის ფოტოებს აქვეყნებ და ამას მხოლოდ ნეგატიური კომენტარები მოჰყვება.
კარდაშიანების ოჯახის 43 წლის ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ აბაზანის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოც დადო სოციალურ ქსელებში, რომელიც ასევე ნაძვის ხეებით არის გაფორმებული, ისევე, როგორც მთელი სახლი.

საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ საახალწლო განწყობის შესაქმნელად კიმ კარდაშიანს პიანისტიც კი ჰყავს დაქირავებული,
რომელიც ყოველ დილით საშობაო ჰანგებით ატკბობს ვარსკვლავის საცხოვრებელ სახლს.

კომენტარები

ედო 2023-12-30 12:19
სომხეთის სიამაყე. ყველაფერი სომხური აქვს ენაცვალოს ჰაიასტანი
ზვიადა 2023-12-27 10:49
სომხეთის საამაყო შვილი რომელმაც არ იცის როგორ გააოცოს ხალხი

კომენტარის დამატება