რაში შეიძლება გამოგადგეთ ჰიგიენური ტუჩსაცხი - ძალიან პრაქტიკული იდეები

ჰიგიენური ტუჩსაცხის დანიშნულება მხოლოდ ტუჩებზე ზრუნვა როდი ყოფილა. აი, კიდევ რაში შეიძლება გამოვიყენოთ იგი.

თუ თქვენი ელვა გაიჭედა, ეს პრობლემა ძალიან მარტივად შეიძლება მოგიგვაროთ ჰიგიენურმა ტუჩსაცხმა. გადაუსვით იგი ელვას და ამაში თავად დარწმუნდებით.



ჰიგიენური ტუჩსაცხი ნუნებისთვისაც ძალიან კარგი ყოფილა. თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ზეთი ნუნებისთვის, იმისათვის, რომ კანი არ გამოგიშრეთ, შეიძლება ისარგებლოთ ჩვეულებრივი ჰიგიენური ტუჩსაცხით.


თმის შეღებვის დროს გამოიყენეთ ჰიგიენური ტუჩის საცხი, გადაისვით ის თმის ძირებში თმის ზრდის მიმართულებით, ასე საღებავს ნაკლებად შეიწოვს კანი.


თუ პარსვის დროს მოულოდნელად გაგეჭრათ
კანი, გადაისვით ჭრილობაზე ჰიგიენური საცხი და სისხლდენა მყისიერად შეჩერდება.


ეს საშუალება ასევე კარგად გამოგადგებათ იმ შემთხევაში, თუ თითიდან ბეჭედს ვეღარ იძრობთ.


ტუჩის ჰიგიენური ბალზამით წარბების ფორმის დაფქსირებაც არის შესაძლებელი.


ახალმა ფეხსაცმელმა ფეხი გატკინათ? ამ შემთხვევაშივ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნული საშუალება. ის კანზე დამცავ ფენას წარმოქმნის, რომელიც ფეხსაცმლის შეხების დროს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.


ამ საშუალებით ასვე ძალიან მარტივად შეძლებთ გათხაპნილი თვალის ტუშის მოშორებას.


დაიცავთ თქვენი ძაღლის თათებს ნახეთქებისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები