როგორ გავასუფთავოთ ავეჯი ზედაპირის დაზიანების გარეშე, ნებისმიერი სახის ლაქების დროს - პრაქტიკული რჩევები

ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ საინტერესო რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავეჯის უნაკლოდ გაპრიალება და გასუფთავება ზედაპირის დაზიანების გარეშე. ზოგიერთი ლაქა დაუმარცხებელი გვგონია. ნუ დაღონდებით, გვერწმუნეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მოდით, დავიწყოთ მთავარი, საერთო რჩევებით.

ეცადეთ ლაქა მაშინვე ამოიყვანოთ, ეს შანსებს ბევრად გაზრდის.
ნუ გაწმინდავთ ზედაპირს ქაოტურად, სხვადასხვა მიმართულებით. დალაქავებული ადგილი კიდიდან ცენტრისკენ დაამუშავეთ, ერთი მიმართულებით.

  • თავდაპირველად ეცადეთ გამოიყენოთ შედარებით სუსტი საშუალებები, თუ არ გაამართლა, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ შედარებით აგრესიულ საშუალებებს.
  • მაქსიმალურად აარიდეთ თავი უხეშ ჯაგრისებსა და სახეხ საშუალებებს.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და რესპირატორიც კი.
  • ეცადეთ გამწმენდი საშუალება უშუალოდ ლაქაზე დაიტანოთ და სხვა ტერიტორიას არ შეეხოთ.
  • აუცილებლად გაითვალისწინეთ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია.
  • ნებისმიერი ქიმიური საშუალება აუციბლელად კარგად უნდა ჩამოირეცხოს.
  • იმისათვის, რომ საბოლოოდ შეაფასოთ შედეგი, დააცადეთ ზედაპირს გაშრობა.


როგორ მოვაშოროთ ავეჯის ზედაპირს ბრილიანტის მწვანე
ხის ავეჯი ლაქის ზედაპირით, კარგად იწმინდება სოდით. დაყარეთ სოდა, დაასხით ცოტა ძმარი, რომ მოხდეს ქიმიური რეაქცია, შემდეგ კარგად გაწმინდეთ და გააშრეთ.
ლამინატის ზედაპირი ძალიან ეფექტურად იწმინდება სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით.
რაც შეეხება რბილ ავეჯს, გააკეთეთ პასტა კარტოფილის ფქვილითა და წყლით, ნაზი მოძრაობით შეაზილეთ დაბინძურებულ ადგილს, სანამ ლაქა არ გაღიავდება. თუ ამ არ უშველა, ეცადეთ გამოიყენოთ სპეციალური ლაქების ამომყვანი საშუალება.
გაითვალისწინეთ, ერთდროულად რამდენიმე საშუალების გამყოენება არ შეიძლება.

როგორ მოვაშოროთ ავეჯს წებოვანა და სკოჩის ლაქ

1. თბილი საპნიანი წყალი
2. გაწმინდეთ მშრალი ტილოთი
3. გამოიყენეთ ნებისმიერი ტიპის ზეთი
4. შეათბეთ ადგილი თმის საშრობით
5. გამოიყენეთ ქიმიური საშუალება
ამ შემთხვევაში მთავარია მოარბილოთ წებო, რათა მისი აცლა გამარტივდეს.

როგორ მოვაშოროთ ავეჯს სანთლის ცვილი

პირველ რიგში დააცადეთ ცვილს გაშრობა. თბილი ცვილი უბრალოდ გაიდღაბნება და უფრო მეტი ტერიტორია დალაქავდება. გაციებული ცვილი კი ბევრად მარტივი მოსაშორებელია, მაგალითად პლასტმასის დანით ან ბარათით.
თუ ლაქა რბილ ავეჯზეა, მაშინ ძირითადი ცვილის მოცილების შემდეგ გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური საშუალება რბილი ავეჯისთვის. ხის ავეჯს კი შესაძლებელია უბრალო საპნიანი ხსნარითაც უშველოთ.

როგორ მოვაშოროთ ავეჯს თმის საღებავი

თმის საღებავი უბრალოდ და ძალიან მარტივად მოსაშორებელია სველი ტილოთი, თუ ის ახალი დასხმულია. იმ შემთხვევაში, თუ ის რომელიმე ზედაპირს დაეწვეთა და კარგად გაშრა, დასახმარებლად შეგიძლიათ მიმართოთ ნიშადურის სპირტს ან აცეტონს.
ხიდან კი გლიცერინიანი ბამბითაც მარტივად უნდა ამოვიდეს.
რაც შეეხება რბილს ავეჯს, თუ შალითა იძლევა ამის საშუალებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი ან წყალბადის ზეჟანგი.
ღია ფერის ქსოვილებისთვის ეფეტურად გამოიყენება თმის ლაქი, უბრალოდ შეასხით დალაქვებულ ადგილს, დააცადეთ გაშრობა. თქვნი მიზანია გაჟღინთოთ საღებავი, შეასხით იმდენჯერ, სანამ ლაქა არ გაღიავდება.
ტყავის შალითის გასაწმენდად გამოიყენეთ ზეთიანი ბამბა.

როგორ მოვაშოროთ ავეჯს ცხიმიანი ლაქა

თუ ლაქა ახალია, გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შეიწოვს ცხიმს.
ააქაფეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და დაადეთ ცხმიან ადგილს. გააჩერეთ 5-10 წუთი და კარგად გაწმინდეთ.

როგორ მოვაშოროთ ავეჯს წყლის თეთრი ლაქები

ეცადეთ დალქავებული ადგილი გაათბოთ თმის საშრობით.
დალაქავებულ ადგილს შეაზილეთ ცხიმი, მაგალითად ვაზელინი.

როგორ მოვაშოროთ წებო
პირველ რიგში ეცადეთ ფრთხილად ააცილოთ მშრალი წებო.
თუ ზედაპირი იძლევა ამის საშუალებას, ეცადეთ დაალბოთ საპნიანი წყლით. ეს საშუალებები ეფექტურია საკანცელარიო წებოს აძრობის დროს, სუპერ წებოს ასაძრობად კი გამხსნელი ხსნარი დაგჭირდებათ.

თუ ავეჯზე იოდი დაგეწვეთათ, არ არის საჭირო მისი ხეხვა და წმენდა, მის მოსაშორებლად საკმარისია გამოიყენოთ გამანეიტრალებელი ხსნარი, რომელიც სოდით მზადდება. გააკეთეთ პასტა, დაიტანეთ დალაქავებულ ადგილას და დააცადეთ გაშრობა, შემდეგ კი მშრალი ტილოთი გაწმინდეთ. თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება პრიალა ზედაპირებისთვის.
ასევე ეფექტურად ებრძვის იოდს კარტოფილის სახამებელი, გააკეთეთ პასტა, დაიტანეთ ლაქაზე და ერთი-ორი საათის შემდეგ მოწმინდეთ.

როგორ მოვაშოროთ საღებავი

წყლის საღებავი ძირითადად კარგად შორდება საპნიანი ხსნარით. აკრილის საღებავი ამ მეთოდს პირველი ნახევარი საათი ემორჩილება. თუ მეტი დრო გავიდა და ეს მეთოდი არ შველის, გამოიყენეთ გამხსნელი, მაგალითად აცეტონი ან ბენზინი.

როგორ მოვაშოროთ მარკერი და ფლომასტერი
მარკერის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ აცეტონი ან გამხსნელი, სამედიცინო ან ნიშადურის სპირტი, კბილის პასტა.

როგორ მოვაშოროთ სამშენებლო მტვერი
პირველ რიგში მაქსიმალურად ეცადეთ მშრალი მტვერის მტვერსასრუტით მოშორება. ამის შემდეგ მოამზადეთ თბილი წყალი გაზავებული ძმრით. ხშირად გაავლეთ ტილო და ისე გაწმინდეთ ავეჯი.

როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინი

  • გაათბეთ უთოთი და ეცადეთ ისე აიღოთ.
  • გამოიყენეთ ზეთი. ნარჩენები გაწმინდეთ საპნიანი ხსნარით.
  • დააწებეთ სკოჩი და სწრაფად ააცალეთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები