აბაზანაში სარკე რომ არ დაიორთქლოს

შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში დაორთქლილი სარკის ხილვა ალბათ, არავის უხარებს გულს.რით შეიძლება ამ უსიამოვნო დეტალის თავიდან აცილება?

აიღეთ მყარი საპონი და ფრთხილად გადაუსვით სარკეს. შემდეგ გადაატარეთ პირსახოცი, ხელსახოცი ან მიკროფიბრა. თუ საპნის ნაკვალევს გაწმენდა გართულდა, შეგიძლიათ ტილო დაასველოთ და ისე გაწმინდოთ, სანამ სარკის ზედაპირი არ გასუფთავდება.

შემდეგ რჩევა შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ, გვერწმუნეთ, ცდად ღირს. დაგჭირდებათ მამაკაცის საპარსი ქაფი - დაიტანეთ ქაფის თხელი ფენა სარკეზე და დარწმუნდით, რომ კარგად გადაანაწილეთ სარკის მთლიან ზედაპირზე. შემდეგ გაამშრალეთ სუფთა ხელსახოცით ან პირსახოცით. ეს
მეთოდი, დაახლოებით 1-2 კვირა მუშაობს, სანამ ქაფი ძალას დაკარგავს. მთავარია, რომ ქაფი ზედმეტი არ მოგივიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

კიდევ ერთი გამოცდილი და საკმაოდ ეფექტური, თან იაფი საშუალება ძმარია, თუმცა უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ძმრის გამოყენების შემდეგ აბაზანაში 1-2 საათი შესაძლოა ძმრის სუნი იდგეს. ამ უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად ძმრისა და წყლის ნაზავს ლიმონის ან ლაიმის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ.
მარტივი და ადვილი ხერხია ასევე ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენება. რამდენიმე წვეთი ნამიან სუფთა ქსოვილზე დაიტანეთ და გაწმინდეთ სარკე. შემდეგ მშრალი ტილოთი გაამშრალეთ სარკე. ეს მეთოდი, როგორც წესი, მხოლოდ ერთი დღე მუშაობს ხოლმე ეფექტურად, სამაგიეროდ, ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია.

და ბოლოს გთავაზობთ ყველაზე საიმედო და ხანგრძლივ მეთოდს - ეს გახლავთ სარკე ანტი-ფოგ დაცვით, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ მსგავს უსიამოვნო დეტალს, რასაც სარკის დაორთქვლა ჰქვია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები