რატომ დარჩა ლაქა? 6 ტიპიური შეცდომა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი უშვებს


როდესაც დალაქავებული ტანსაცმელი ქიმწმენდაში მიგვაქვს აუცილებლად გვეკითხებიან თუ ვცადეთ ლაქის ამოყვანა და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში იმას არკვევენ, კონკრეტულად რა მეთოდს მივმართეთ და რითი ვცადეთ ლაქის ამოყვანა. ეს ინფორმაცია პრფესიონალისთვის მნიშვნელოვანია, რათა განსაზღვროს, როგორ იმოქმედოს.

ამჯერად ვისაუბრებთ იმ შეცდომებზე, რომელსაც ჩვენდა უნებურად ვუშვებთ ხოლმე საყვარელი სამოსის დალაქავების დროს. აი, რა არ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემა.

1. ლოდინი

ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. ნუ დაელოდებით ნურაფერს, თუ მყისიერად იმოქმედებთ თითქმის ნებისმიერი ლაქის ამოყვანაა შესაძლებელი. უმჯობესია დალაქავებული
ტანსაცმელი იმ დღესვე ან მეორე დღეს გარეცხოთ, ან სასწრაფოდ მიიტანოთ ქიმწმენდაში. გაშრობა და კვირაობით შენახვა საქმეს მხოლოდ გაართულებს.

2. ლაქის ხელით მოშორება

ძალისმიერი მეთოდით ლაქის მოშორება ყველაზე არაეფექტური ხერხია, ასე დამუშავებული ქსოვილი ზიანდება, ლაქა კი სულ უფრო ღრმად ჯდებადა მისი მოშორება კიდევ უფრო რთულდება. ამ შემთხვევაში ჯობს თბილს წყალში დაასველოთ ქაღალდის ხელსახოცი ან პირსახოცი და ძალიან ნაზად დაამუშავოთ და ამორეცხოთ დალაქავებული ადგილი.

3. ცენტრიდან დაწყება

ასე თქვენ მიიღებთ იმ შედეგს, რომ ლაქა უფრო გაფართოვდება. ლაქის ამოყვანა უნდა დაიწყოთ კიდეებიდან და ნელ-ნელა გადაინაცვლოთ ცენტრისკენ.

4. ცხელ წყალში ჩალბობა

არასდროს დაასხათ ლაქას ცხელი წყალი და არც ცაალბოთ. ზოგიერთი ლაქა მაღალ ტემპერატურაზე კიდევ უფრო ღრმად ჯდება ქსოვილში.
ლაქის ამორეცხვა მხოლოდ თბილი წყლით არის მისაღები. ეს ეხება იმ ნივთსაც, რომლის ქიმწმენდაში ჩაბარებასაც აპირებთ.

5. მათეთრებლის გამოყენება

მათეთრებელი აგრესიული ქიმიური საშუალებაა, რომელიც ლაქის ამოსაყვანად სულაც არ არის განკუთვნილი.

6. ახლა-ახალი ცდების ჩატარება

დღესდდღეობით ინტერნეტ სივრცეში უამრავი რჩევის ნახვაა შესაძლებელი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებიტ, ზოგი მართლაც ეფექტურია, ზოგი საეჭვო. თუ გადაწყვეტთ ცდას, გირჩევთ ეს ჯერ იაფფასიან ნივთზე გააკეთოთ, რათა უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ზიანი მინიმალური იყოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები