"თუ გამწოვი არ გაქვთ, სამზარეულოს ავეჯზე გარანტია აღარ არსებობს" - რატომ არის აუცილებელი გამწოვი სამზარეულოში


სამზარეულო ის ადგილია, სადაც ქალბატონები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ.
საჭმლის მომზადების დროს, განსაკუთრებით წვის და ხარშვის დროს, გამოიყოფა ბევრი ცხიმი და უსაიმოვნო სუნი. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? აუცილებელია გამწოვი თუ სხვა ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ გაწოვის უქონლობის შემთხვევაში თქვენს სამზარეულოს ავეჯზე გარანტია ავტომატურად იხსნება და აი, რატომ.

ვენტილაციის სისტემა ნებისმიერი შენობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჯერ კიდევ შენობის დაპროექტების დროს ზრუნავენ არქიტექტორები იმაზე, რომ საცხოვრებელ სახლში ჰაერის ცირკულაცია ნირმალური იყოს.



თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც
სახლში ჰაერის ცირკულაცია ირღვევა. ეს ხდება მაშინ, როდესაც, მაგალითად, სავენტილაციო სისტემა იჭედება და ჰაერის გადინება ვერ ხერხდება, ან ზამტარში, როდესაც ფანჯრები დახურულია და სუფთა ჰაერი ნაკლებად შემოდის.
თუ სახლში დარღვეულია ჰაერის ცირკულაცია გამწოვი ამ პრობლემას ვეარანაირად ვერ მოაგვარებს. თუ ამ მხრვ ყველაფერი წესრიგში გაქვთ სპეციალისტები გამწოვის დაყენებას გირჩევენ.



გამწოვი გიხსნით ცხიმის შხეფებისა და გაზის წვის პროცესისგან. თუ გამწოვი არ გაქვთ მაშინ ცხიმი კედლებსს და ავეჯს მიეშხეფება.
სამზრეულოში გამწოვი საჭირო ატრიბუტია მიუხედავად იმისა, ხშირად გიწევთ იქ ტრიალი თუ არა. გაზის ნამწვავი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, არც ცხიმიანი კედლები და ავეჯია სასიამოვნო სანახავი.



გამწოვის ბადეები ორ-სამ კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა გაირეცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხიმი დაახშობს სივრცეს და გამწოვი ვერ გაიწოვს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები