დაივიწყეთ ნაფტალინი! ჩრჩილთან ბრძოლის ნატურალური მეთოდები


ერთი შეხედვით პატარა უმწეო ჩრჩილს აქვს უნარი სულ რაღაც ნახევარ საათში გააცამტვეროს თქვენი გარდერობი. ერთი მწერიც რომ შენიშნოთ, გირჩვეთ, არ გადადოთ, აუცილებლად მიმართეთ გადამჭრელ ზომებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნატურალური საშუალებები კი ამ პრობლემის მოგვარებში დაგეხმარებათ.

ინდური იასამანი

ლაგერსტრემიას, იგივე ინდურ იასამანს საოცარი სურნელი აქვს, რომელიც ძალიან მოსწონთ ადამიანებს, აი, მწერები კი ვერ იტანენ და სასტიკად გაურბიან.
ასევე ძალიან ეფექტურიამ ამ ყვავილის ეთერზეთი.

კედრის ქერქი



ჩრჩილი ვერ იტანს წიწვოვან მცენარეებს, განსაკუთრებით კედარს. მის ქერქი ჩრჩილთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა.

ძმარი


ძმარი და
წყალი ერთი ერთზე შეურიეთ ერთმანეთს და გადაუსვით ავეჯს, დაგვერწმუნეთ, ჩრჩილი თქვენს კარადას არ მიეკარება.

არომატული ბალახების ტომსიკები



ლავანდა ჩრჩილთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნატურალური საშუალებაა. მოათავსეთ სურნელოვანი ლავანად პატარა ნაჭრის ტომსიკაში და დადეთ თქვენს კარადაში. შედეგით ნამდვილად გაოცდებით.

დარიჩინის ჯოხები

დარიჩინს მკვეთრი და საკმაოდ მდგრადი სურნელი აქვს. სწორედ ამ სურნელის წყალობით აფრთხობს ეს მცენარე ჩრჩილს. დაალაგეთ დარიჩინის ჯოხები კარადაში და ჩრჩილთან დაკავშირებული პრობლემები აღარასდროს შეგაწუხებთ.

მიხაკი



ჩრჩილს მიხაკის ატანა არ აქვს, ამის მიზეზი კი ევგენოლია, მიხაკის ზეთში შემავალი ნატურალური ინსეკტიციდი.
რამდენიმე მიხაკი ფორთოხალში ჩაარჭეთ და დადეთ კარადაში, აბა, ნახეთ თუ მიეკარება ჩრჩილი თქვენს ტანსაცმელს.

დაფნა



დაფნა გამოყოფს საკმაოდ მძაფრ სურნელს, რომელიც ძლიერ აღიზიანებს და აფრთხობს ჩრჩილს. დაალაგეთ დაფნის ფოთლები კარადაში და საბოლოოდ დაემშვიდოებთ ჩრჩილს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები