რემონტის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები


ბინის რემონტი საკმაოდ რთული, შრომატევადი და მაღალბიუჯეტიანი პროექტია, თუმცა საბოლოო შედეგი, როგორც წესი, ამად ღირს. თავად პროცესთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან აცილება კი შესაძლებელია, თუ გაეცნობით ჩვენს რჩევებსა და დარიგებებს.
შემოგთავაზებთ რემონტის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენ აღარ გაიმეორებთ.

გეგმის არქონა

რემონტის დაწყებამდე ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გათვალოთ და დაგეგმოთ. ეს აუცილებელი წინაპირობაა. თავიდანვე უნდა შეარჩიოთ მოსაპირკეთებელი მასალა, ავეჯი, დაგეგმოთ კომუნიკაციები, ასევე უნდა მოამზადოთ თითოეული ოთახის დიზაინი, ერთი სიტყვით, ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეთ და ზუსტად უნდა
იცოდეთ, რა გინდათ და რას ელოდებით.

მოქმედებების თანმიმდევრობა

თუ მთელ სახლს არემონტებთ სამუშაოები აუცილებლად აბაზანიდან და საპირფარეშოდან უნდა დაიწყოთ. შემდეგ მოდის სამზარეულო. ოთახები კი შემდეგი სქემით უნდა გაკეთდეს _ ფანჯრები, კომუნიკაციები, კედლები, იატაკი და ჭერი. ამ სქემის დარღვევა გამოიწვევს დამატებით სამუშაოებს და აქედან გამომდინარე დამატებით ხარჯებს,ასე რომ, გირჩვეთ ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინოთ.

უხარისხოდ შესრულებული შავი სამუშაო

ტერიტორიის სარემონტოდ გამზადება უკვე ნახევარი გაკეთებული საქმეა. Aარ ღირს შავი სამუშაოების დროს ეკონომიის გაკეთება დროზე და ფულზე. ჩიდად შესრულებუმა სამუსაომ შესაძლოა მოითხოვოს იატაკის აყრა და კედლების ხელახლა გადღებვა ან გალესვა.

გამწოვი
კარგად დაიმახსოვრეთ, აბაზანა და სამზარეულ ის ადგილებია, სადაც გამწოვი აუცილებლად უნდა იყოს. სამზარეულოში გამწოვი არა მარტო უსიამოვნო სუნებისგან დაგცავთ, ასევე დაიცავს თქვენს ავეჯსა და ტექსტილს. აბაზანაში გამწოვი კი ზედმეტი ნესტისგან დაგიფარავთ.

იატაკი

მუქი ფერის იატაკი, მაგალითად შოკოლადისფერი ან მუქი ყავისფერი ძალიან ეფექტურად გამოიყურება ღია ფერის ავეჯთან, თუმცა მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ამ ფერის იატაკი ცოტა რთულად მოსავლელია, მას ყველაფერი ეტყობა, ყველა ნაბიჯი. იგივე შეგვიძლია გითხრათ თეთრ იატაკზე, ლამაზია, თუმცა რთული მოსავლელი. ამ მხრივ ყველაზე ოპტიმალური ფერები ნაცრისფერი და ყავისფერია.

სამზარეულო

სამზარეულოს მოწყობის დროს აუცლებელია ყველაფერი ისე დაგეგმოთ, რომ მასში ფუსფუსი მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული იყოს. სამზარეულოსთვის ოპტიმალური განლაგებაა ნიჟარა, სამუშაო ზედაპირი, გაზქურა და ისევ სამუშაო ზედაპირი.

ჩამრთველები

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ოთახში ჩამრთველების როგორც რაოდენობა ისე განლაგება, ის მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იყოს განთავსებული და ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის.

განათება

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გახსოვდეთ, რაც უფრ ნათელია ოთახი მით მეტი სივრცეა სახლში. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ცენტრალური განათებით, დაამონტაჟეთ დამატებითი ნათურებიც.

საბავშვო ოთახი

ყველამ ვიცით, რომ ბავშვები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ, თუმცა მიანც გირჩევთ მათი ოთახის მოწყობის დროს ძალიან მაღალბიუჯეტიან ავეჯსა და აქსესუარებს ნუ გამოიყენებთ, რადგან მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ძალიან დიდია და სავარაუდოდ ძალიან მალე შესაცვლელი გაგიხდებათ. ასევე შესაცვლელი იქნება ზომები, სკოლამდელ ასაკამდე და სკოლის ასაკის დროს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები