რატომ უნდა მოვათავსოთ ბამბის ბურთულა ნაგვის ურნაში


ნებისმიერ ოჯახში ნაგავი ძალიან სწრაფად გროვდება და ყოველთვის როდი ვახერხებთ დიასახლისები ნაგვის ურნისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას, მიუხედავად ჩაფენილი ნაგვის პარკისა ურნა მაინც ჭუჭყიანდება და უსიამოვნი სუნიც უჩნდება.

უსაიმოვნო სუნის მოსაშორებლად ზოგი დიასახლისი ურნაში საჭმელ სოდას ყრის, თუმცა ამ შემთხვევაშიც ურნის გარეცხვა მაინც საჭიროა. ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრად მარტივ და ეფექტურ მეთოდს.



დაიტანეთ ბამბაზე რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და მოათავსეთ ურნის ძირში. ეთერზეთით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს.
ეთერზეთებს რამდენიმე თავისებურება გააჩნია, მაგალითად, ლიმონის
ეთერზეთი ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, გრეიფრუტისა და ჩაის ხის ეთერზეთი კი ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. Pპიტნის ეთერზეთი მღრღნელებსა და მწერებს აფრთხობს.
ასეთი ბამბის ბურთულები შეგიძლიათ აბაზანაშიც გამოიყენოთ ჰიგიენისთვის განკუთვნილ კონტეინერში.

კომენტარის დამატება