როცა დამქირავებელი ბინის ქირას არ იხდის ან ბინას დაზიანებულს ტოვებს, რა უფლებები აქვს ბინის მეპატრონეს - იურისტის პასუხები

ქალაქებში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ბინისა და საცხოვრებელი სახლის გაქირავებაა, რასაც გარკვეული რისკები ახლავს თან. ხშირად გაქირავებული ფართის მესაკუთრეს დამქირავებელი არ უხდის ქირის საფასურს, ან უარეს შემთხვევაში, არ ტოვებს საცხოვრებელს, ან სავალალო მდგომარეობაში ტოვებს. კანონის დონეზე როგორ შეიძლება გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა, აქტუალურ კითხვებს პასუხობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის მენეჯერი, იურისტი ჟანა ჩიქოვანი.

- ბინის საცხოვრებლად გაქირავება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ყველა მათგანის დაზღვევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სასურველია, გამქირავებელმა მოითხოვოს და მიიღოს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია დამქირავებლის ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომ საკმარისად დარწმუნდეს მის
სტაბილურად გადახდისუნარიანობაში. ქირავნობის ურთიერთობის არსებობის დადასტურების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ქირავნობის ხელშეკრულება დადებული იყოს წერილობითი ფორმით. მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულების ვადა, ფასი, გადახდის ფორმა და ვადა. გადაუხდელობის შემთხვევებზე - ჯარიმა. სასურველია, მიეთითოს ავეჯის და სხვა ინვენტარის შესახებ, რომელიც შეიძლება დამქირავებელმა შეიტანოს ბინაში. სასურველია, აღიწეროს მოკლედ ბინის მდგომარეობა, რადგან საყოფაცხოვრებო სარემონტო ხარჯების გაწევა დამქირავებლის ვალდებულებაა, ხოლო კაპიტალურის - მესაკუთრის.

- როცა ბინიდან დამქირავებელი გადის და საცხოვრებელს ტოვებს დაზიანებულს, შეუძლია მოთხოვოს თუ არა ბინის მეპატრონემ ზარალის ანაზაღაურება? რა შემთხვევაში შეუძლია და რა შემთხვევაში არა?
- მესაკუთრეს დამქირავებლისგან შეუძლია ნებისმიერი იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დაკავშირებული არ არის ბინის ბუნებრივ ცვეთასთან, რაც გამოწვეულია მისი დანიშნულებისამებრ, საცხოვრებლად გამოყენებით. თუმცა მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ზიანის ანაზღაურების სხვა წესი, რაც კანონში აღნიშნული წესისგან განსხვავდება. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

Tbilisi 2020-09-22 17:39
კანონი უნდა შეიცვალოს. ეს ოცნების შემოღებული კანონი არის თაღლითი მდგმურებისთვის მისწრება. იმედია ახალი პარლამენტი მოაგვარებს ამ უმსგავსობას.

კომენტარის დამატება