როგორ გავწმინდოთ მატრასი

ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ნივთი ჩევნს საძინებელში არის ლეიბი, რომელზეც გვძინავს.
მტვერი, კანის მკვდარი ნაწილაკები, თმები, ყველაფერი ეს თქვენს ლეიბში ბინადრობს, ამიტომ, აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო მის გასაწმენდად და მოსაწერიგებლად. საბედნიეროდ, არსებობს ერთ-ერთ ძველებური მეთოდი ლეიბის წმენდისა, რომელსაც ჭირდება მინიმალური დრო და ძალისხმევა, სამაგიეროდ კი ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს. რაც შეეხება ამ პროცედურის მთავარ კომპონენტს, ის ყველა ოჯახში მოიძებნება და ძალიან იაფი ღირს. თუ ლეიბს ამ მეთოდით კვირაში 2-ჯერ გაწმინდავთ, სისუფთავე გარანტირებული გექნებათ.
თქვენ დაგჭირდებათ საჭმელი სოდა მტვერსასრუტი და რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი.

აიღეთ

სოდა და მოაფრქვიეთ თქვენს ლეიბს. გააჩერეთ გარკვეული პერიოდი. სოდის გაცერების პერიოდი დამოკიდებული თქვენი ლეიბის ჭუჭყის ხარისხზე, ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს 15 წუთიდან 1 საათამდე. ამის შემდეგ ჩართეთ მტვერსასრუტი და მორჩა, თქვენი ლეიბი სუფთაა.
სოდა შეიწოვს ლეიბიდან ზედმეტ სისველეს, აშორებს მას უსიამვნო სუნს, ხოლო ზედაპირს მრავალ ბაქტერიას აშორებს. თუ ეთერზეთსაც შეურევთ, თქვენს ლეიბს სასიამოვნო სურნელს მიანიჭებთ. 

კომენტარები

marita 2016-02-19 12:38
Ugrmesi madloba. Mshvenieria

კომენტარის დამატება